საქართველოში კორონავირუსით 79 წლის ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ქალი კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
ეს საქართველოში კოროვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.
ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 156 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 28 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5526 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 344 ადამიანი რჩება.

















