logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიამ ქვრივიშვილმა საკარანტინო სივრცეში განთავსების პროცესში პირადად მიიღო მონაწილეობა
მარიამ ქვრივიშვილმა საკარანტინო სივრცეში განთავსების პროცესში პირადად მიიღო მონაწილეობა
11:29 04.04.2020
ვარშავიდან და ბერლინიდან თბილისში სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ. აეროპორტში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ყველა მგზავრი, romelTa raodenoba 239 – ს შეადგენდა, სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ავტობუსებით საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს, რომლებიც სასტუმროებში „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასსა“ და „ივერია ინნში“ მოწყობილი.

ბერლინიდან დაბრუნებულების საკარანტინო სივრცეში განთავსების პროცესში პირადად მიიღო მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გენერალურ მენეჯერ ფრედ სმიტსთან ერთად. „რაკია ჯორჯიას“ მფლობელობაში მყოფმა „შერატონ გრანდ თბილისი მეტესი პალასის“ ხელმძღვანელებმა მთლიანი სასტუმრო 200 ნომრით სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმეს.

„გრძელდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უცხო ქვეყნებიდან დაბრუნების პროცესი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დავხვდით და ვმასპინძლობთ ბერლინდან ჩამოსულ 140-მდე მოქალაქეს. თითოეული მათგანი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის. ჩვენ ამ ადამიანებს ვმასპინძლობთ სასტუმროში, რომელიც მათ მისაღებად მზად არის. ადგილზე მობილიზებულია ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომლებიც უზრუნველყოფენ საკარანტინო სივრცეში იმ სტანდარტების დაცვას, რომელიც შემუშავებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ,“ - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღეთ და მხარს ვუჭერთ მთავრობას და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საქართველოში მოქალაქეების დაბრუნების პროცესში. კარანტინში მყოფ პირებს ჩვენ ვუზრუნველყოფთ ოთახებითა და სამჯერადი კვებით სრულიად უფასოდ. სასტუმროს თანამშრომლები მზად არინ მათ მომსახურება გაუწიონ. ამ ფორმით ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ ქვეყანას,“ - განაცხადა „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გენერალურმა მენეჯერმა ფრედ სმიტსმა.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 85 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ ეტაპზე კარანტინში 5300 ზე მეტი ადამიანი იმყოფება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა