logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: ის რეკომენდაციები, რაც გვაქვს, უნდა შესრულდეს თითოეული მოქალაქის მიერ, თუ გვინდა, რომ სასურველ შედეგზე გავიდეთ
დიმიტრი ხუნდაძე: ის რეკომენდაციები, რაც გვაქვს, უნდა შესრულდეს თითოეული მოქალაქის მიერ, თუ გვინდა, რომ სასურველ შედეგზე გავიდეთ
16:02 03.04.2020
"თანდათან ვითარება უფრო რთულდება. მინდა, სწორად გაიგოთ თითოეული სიტყვა. რთულდება არ ნიშნავს იმას, რომ პანიკას უნდა მივეცეთ, მაგრამ პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს არა მხოლოდ იმ რგოლში, რომელიც პროცესს მართავს, არამედ მთლიანად საზოგადოებაში. ერთმანეთის გარეშე სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ", - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტვ პირველის ეთერში.

მან რეკომენდაციების მაქსიმალურად შესრულებისკენ მოუწოდა მოსახლეობას. განსაკუთრებით კი სოციალური დისტანცირების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ის რეკომენდაციები, რაც გვაქვს, უნდა შესრულდეს თითოეული მოქალაქის მიერ, თუ გვინდა, რომ სასურველ შედეგზე გავიდეთ. ჩვენ გავიარეთ შეკავების ფაზა კარგი შედეგით ანუ პროცესი სწორად ვმართეთ. ამას მოჰყვა პრეკრიზისული ფაზა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. ვემზადებით უკვე კრიზისული ფაზისათვის. ვხედავთ, რომ დაფიქსირებული შემთხვევების მატება უკვე შესამჩნევია. ეს მოლოდინიც გვქონდა. ეს არის იმ სცენარის ნაწილი, რაც სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველა სცენარისთვის. ამიტომ დღეს პრემიერის მითითება იყო აბსოლუტურად სწორი, შესაბამისი და დროული, რომ კიდევ ერთხელ გადაკონტროლდეს კლინიკების მზაობა, რადგან ახლა, როცა შევალთ კრიზისულ ფაზაში, ყველაზე მეტი დატვირთვა იქნება ჯანდაცვის სექტორზე. რა თქმა უნდა, დამატებითი რევიზია სჭირდება, როგორ არიან კლინიკები მომზადებული, როგორ არის მედპერსონალი გაწერილი, როგორია ჩანაცვლების კოეფიციენტი, როგორია მარაგები, რათა თუ სადმე ხარვეზია, დროულად გასწორდეს. მე, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, საკოორდინაციო საბჭოში ვარ წარმოდგენილი, მაგრამ დამატებით ახლა გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას, რომ საზედამხედველო ფუნქცია შევასრულო და მოვახდინო რევიზია, თუ როგორია ჯანდაცვის ჰოსპიტალური სექტორის მზაობა", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა