logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა არის ჩართული პროცესში, რომ მოსახლეობას უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდეს სურსათი და პირველადი საჭიროების პროდუქცია
ლევან დავითაშვილი: ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა არის ჩართული პროცესში, რომ მოსახლეობას უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდეს სურსათი და პირველადი საჭიროების პროდუქცია
16:01 03.04.2020
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანაში სასურსათო მომარაგების კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
"ჩვენ რეგულარულად ვაკეთებთ მარაგების მონიტორინგს. ასევე ახალი შესყიდვების შემოსვლის გრაფიკს ვადევნებთ თვალ-ყურს. სამინისტროში ამ მიმართულებით შესაბამისი ჯგუფი მუშაობს. მიუხედავად იმისა, ექსპორტზე შეზღუდვები ზოგიერთ რეგიონში არსებობს, რაც შემაფერხებელი ფაქტორია, დღეს ჩვენი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია ყველანაირი სასურსათო პროდუქტი.
ძალიან მნიშვნელოვანია, სურსათის შეუფერხებელი მიწოდება წარმოვიდგინოთ გეოგრაფიულ ჭრილში. განსაკუთრებული გამოწვევაა მკაცრი საკარანტინო ზონების სურსათით მომარაგება. რეგიონულ შტაბთან ერთად, ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა არის ჩართული პროცესში იმისათვის, რომ მოსახლეობას უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდეს სურსათი და პირველადი საჭიროების პროდუქცია.
გლობალური სავაჭრო შეფერხებები სურსათის ჯაჭვის შემაფერხებელი გარემოებები ხდება, რაზეც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) თავის ანგარიშში აღნიშნავდა და რაც გათვალისწინებული უნდა იყოს სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით. საქართველოს ამ მიმართულებით აქვს ადეკვატური პოლიტიკა იმისთვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ მარაგების ჯაჭვის მართვა და მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობა, მათ შორის, კრიზისულ და საგანგებო სიტუაციაში. ეს საკითხის ერთი მხარეა. რაც შეეხება დარგობრივად ეკონომიკის განვითარებას. დღეს, პრემიერ-მინისტრმა გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ საქართველოს, სხვა ქვეყნების მსგავსად, ექნება მკაფიო და კონკრეტული პასუხი ეკონომიკურ გამოწვევებზე. ეს იქნება 2 მლრდ კრედიტის შესაძლო რესურსი საბანკო სფეროდან, რომელიც განაწილდება ეკონომიკის სხვადასხვა დარგში, რაც მოიცავს სოფლის მეურნეობას, კვების ინდუსტრიას. ჩვენ გვექნება დეტალური დარგობრივი პროგრამები, რომლებსაც, შემდეგი დღეების განმავლობაში, განვიხილავთ ექსპერტებთან ერთად. პოსტკრიზისულ ეტაპზე ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ სწრაფი ტემპით მოვახდინოთ, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ეკონომიკის სხვადასხა დარგის, სასურსათო-გადამმუშავებელი მიმართულების სწორი სტიმულირება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა