წუხელ თბილისში ბუნებრივი აირით მოწამვლის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
რეფერალურ საავადმყოფოში გაზის ინტოქსიკაციის დიაგნოზით 26 წლის პაციენტი შეიყვანეს.
როგორც "ნიუსპრესს" რეფერალური საავადმყოფოდან აცნობეს, მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და სტაციონარულ მკურნალობას აღარ საჭიროებს.
პაციენტი საავადმყოფოში 3 მარტს, დილის 3 საათზე გადაიყვანეს.

















