logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გია აბაშიძე: მთავარი და თვალსაჩინოა "ქართული ოცნების" ეფექტიანი სახელისუფლებო მენეჯმენტი, რომლითაც საქართველომ მოახერხა ამ ვირუსის მაქსიმალური შეკავება, საკუთარი მოსახლეობის დაცვა
გია აბაშიძე: მთავარი და თვალსაჩინოა "ქართული ოცნების" ეფექტიანი სახელისუფლებო მენეჯმენტი, რომლითაც საქართველომ მოახერხა ამ ვირუსის მაქსიმალური შეკავება, საკუთარი მოსახლეობის დაცვა
11:29 03.04.2020
“ქართული ოცნების” დღევანდელ ინიციატივას მინდა გამოვეხმაურო - მმართველი პარტიის წევრები, პოლიტიკური თანამდებობის ყველა პირი, (საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, მერები და საკრებულოს დეპუტატები), მომდევნო 3 თვის ხელფასის ⅓-ს COVID-19-თან ბრძოლისთვის შექმნილ StopCov ფონდში გადარიცხავენ. პარტიის ხელმძღვანელებმა თანაპარტიელებს და ყველა თანამემულეს მოუწოდეს, შესაძლებლობის ფარგლებში, გამოიჩინონ სამოქალაქო სოლიდარობა და ამ თუ სხვა ფორმით, დაეხმარონ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს "ქართუს" მზადყოფნაც შეეშველოს სახელმწიფოს, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია და ყოველთვის არის იქ, სადაც ქართულ სახელმწიფოს სჭირდება.

,,მთავარი და თვალსაჩინოა "ქართული ოცნების" ეფექტიანი სახელისუფლებო მენეჯმენტი, რომლითაც საქართველომ მოახერხა ამ ვირუსის მაქსიმალური შეკავება, საკუთარი მოსახლეობის დაცვა და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები აჩვენა ამ ბრძოლაში. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტი 2 მილიარდით დაეხმარება იმ თანამოქალაქეებსა და ბიზნესებს, ვისაც გადაუდებლად ესაჭიროება. სრულყოფილად ვერ, მაგრამ გარკვეული რაოდენობით. გონივრულ ლიმიტებში სამთვიანი კომუნალურების ჩამოწერაც ხეირია ბევრი ოჯახისთვის. მთავრობამ დაანონსა და მალე დაიდება კრიზისის და ამ კრიზისით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის გეგმა.

არ დაგვავიწყდეს "ქართუს" მზადყოფნაც შეეშველოს სახელმწიფოს, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია და ყოველთვის არის იქ, სადაც ქართულ სახელმწიფოს სჭირდება. გვეხმარებიან ევროპიდან, ამერიკიდან, აზიიდან, დახმარება გაგრძელდება. პესიმიზმის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს. ვიყოთ სოლიდარულნი და ვის რითაც შეგვიძლია, დავეხმაროთ შეჭირვებულ თანამემამულეებს, სახელმწიფოს. ან ფონდში ჩავრიცხოთ, ან გაჭირვებულ ნათესავს, მეზობელს, თუნდაც უცნობ უბნელ გლახაკს დავეხმაროთ ამ მძიმე პერიოდში. ჯანმრთელობა, მშვიდობა და განვითარება საქართველოს, კაცობრიობას”,- წერს გია აბაშიძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა