logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  საშუალო საფეხურის ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე მუშაობას იწყებს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საშუალო საფეხურის ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე მუშაობას იწყებს
19:35 02.04.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის(UNICEF) ხელშეწყობით, აგრძელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საშუალო საფეხურის, მე-11-მე-12 კლასების, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიას საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. შედეგად, მოსწავლეები შეიძენენ 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას, უნარ-ჩვევებს, მიდგომებსა და კომპეტენციებს, რომლებიც შემდგომში მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს. სასწავლო პროგრამის რევიზიაში, ასევე, აქტიურად იქნება ჩართული ესტონეთის ფონდი "ინოვე".

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ესტონეთის ელჩთან კაი კაარელსონთან, UNICEF-ის წარმომადგენელთან საქართველოში ღასან ხალილთან და ესტონეთის ფონდ "ინოვეს" წარმომადგენელთან, ეინარ ვარასთან დისტანციური წესით, ვიდეო-შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ხასან ხალილმა აღნიშნა, რომ სამინისტროსთან და ესტონეთის საელჩოსთან პარტნიორობის მთავარ პრიორიტეტს საქართველოში მოსწავლეთა სწავლის ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს. ასევე, მან ისაუბრა ესტონეთის განათლების მოდელის გაცნობისა და დაგროვილი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, რაც გულისხმობს ბავშვზე ფოკუსირებულ და კომპეტენციებზე დამყარებულ სასწავლო პროგრამასა და ინოვაციურ და ინტერაქტიულ სწავლებას. ეს ყველაფერი კი მოსწავლეებისთვის შესაბამის სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას უწყობს ხელს.

მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში პარტნიორობის საკითხები განიხილეს, რაც ითვალისწინებს საშუალო განათლების ზედა საფეხურისათვის პოლიტიკისა და მიზნების განსაზღვრას, კავშირებს შემდგომ განათლებასა და დასაქმების შესაძლებლობებთან, სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზებას, სავალდებულო და არჩევითი საგნების განაწილებას, საგნობრივი სტანდარტებისა და პროგრამების შემუშავებას, შეფასების მექანიზმების შემუშავებას მოსწავლეთა კომპეტენციების გაზრდის მიზნით, და მოზარდების უკეთ მომზადებას ცხოვრების, დასაქმებისა და შემდგომი განათლებისათვის.




ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოში მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებისთვის. შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე და საქართველოს სკოლებში განათლების თანამედროვე მიდგომების დანერგვის მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილეს.

მოცემული პროექტი წარმოადგენს 2014-2016 წლებში განხორციელებული პარტნიორობის ლოგიკურ გაგრძელებას. თანამშრომლობის წინა ეტაპის ფარგლებში გადაიხედა I - IX კლასების ეროვნული სასწავლო გეგმა.

ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიასთან ერთად, 2017-2019 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 20 საპილოტე სკოლის მასწავლებლებმა გაიარეს მომზადება და სწავლების ინოვაციურ მიდგომებს გაეცნენ. პროგრამის ფარგლებში ქართველი პრაქტიკოსი პედაგოგები სასწავლო ვიზიტით ესტონეთს ეწვივნენ, რათა ადგილზე გაცნობოდნენ სწავლებისა და სწავლის ესტონურ მოდელს.

კლასში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ 20 საპილოტე სკოლაში გაკვეთილების ჩატარების პროცესი შეცვალა და გაკვეთილები გახდა ინტერაქტიული, სახალისო, და საინტერესო. აღნიშნული მიდგომის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა "ახალი სკოლის მოდელი".

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა