logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: სასურსათო უზრუნველყოფის ჯაჭვი ძალიან კომპლექსურია, ეს არ არის მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, რომელსაც ყველა მომხმარებელი ხედავს, ამის უკან ვრცელი ინფრასტრუქტურაა
ლევან დავითაშვილი: სასურსათო უზრუნველყოფის ჯაჭვი ძალიან კომპლექსურია, ეს არ არის მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, რომელსაც ყველა მომხმარებელი ხედავს, ამის უკან ვრცელი ინფრასტრუქტურაა
17:29 02.04.2020
„სასურსათო მარაგები და მიწოდების უზრუნველყოფა მოსახლეობისთვის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ნებისმიერი შეზღუდვის, მათ შორის, კარანტინის პირობებში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც არსებულ სიტუაციაში მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. ასე ხდება ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც კრიზისის პირობებშია და ებრძვის ამ ახალ გამოწვევას, ამ ეპიდემიას”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში არსებული ვითარების შექმნის პირველი დღიდან არსებობს საკოორდინაციო შტაბი, სადაც მუშავდება სამოქმედო გეგმა, გადანაწილებულია ფუნქციები. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.

„24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ოპერატიული გადაწყვეტილებების მისაღებად, შტაბი შექმნილია სამინისტროშიც. ყველა კონკრეტულ მიმართულებას ჰყავს პასუხისმგებელი პირი, რომელიც ახდენს კოორდინაციას და მუდმივ კავშირშია ბიზნესოპერატორებთან, კერძო სექტორთან და ყველა ჩართულ მხარესთან. განსაკუთრებით მკაცრი საკარანტინო ზონებია ქვემო ქართლში, რაც გამოწვევაა შეუფერხებელი მომარაგების კუთხით. როდესაც ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს, ჩნდება სირთულეები იმპორტიორებისთვის, დისტრიბუტორებისთვის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება აუცილებლობით არის გამოწვეული. ეს არ არის სასურველი გადაწყვეტილებები, მაგრამ არის აუცილებელი, იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ხელი შევუშალოთ დაავადების გავრცელებას. სასურსათო უზრუნველყოფის ჯაჭვი ძალიან კომპლექსურია. ეს არ არის მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, რომელსაც ყველა მომხმარებელი ხედავს, ამის უკან ვრცელი ინფრასტრუქტურაა. დისტრიბუცია, რომელიც მუშაობდა ღამის საათებში, გარკვეულწილად შეზღუდულია და მათ უწევთ გადაეწყონ ახალ მოცემულობაზე. ქვემო ქართლში შეიქმნა 6 მსხვილი სადისტრიბუციო ცენტრი იმისთვის, რომ, შეზღუდული მობილობის პირობებში, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არ მოხდეს საკვებით უზრუნველყოფაში შეფერხება. ეს საკითხი დალაგდა - კოორდინირებულად ხდება როგორც ადგილობრივი დისტრიბუტორების, ისე ქვეყანაში წარმოდგენილი მსხვილი დისტრიბუტორების დაკავშირება. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მოთხოვნების, საკარანტინო მოთხოვნების დაცვა და ამ პირობების გათვალისწინებით მოქმედება”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა