logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სანოტარო სერვისების მიღებას მოქალაქეები დროებით სანოტარო ბიუროებში შეძლებენ
სანოტარო სერვისების მიღებას მოქალაქეები დროებით სანოტარო ბიუროებში შეძლებენ
13:26 02.04.2020
სანოტარო სერვისების მიღებას მოქალაქეები დროებით სანოტარო ბიუროებში შეძლებენ. როგორც ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილების საფუძველზე, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 30 მარტიდან დაიხურა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სანოტარო ბიურო.
თუმცა, იმისათვის, რომ საგანგებო ვითარებისა და კარანტინის პერიოდში არ დაირღვეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციები და, ამასთან, აუცილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეებმა შეძლონ სანოტარო სერვისის მიღება, 1-ლი აპრილიდან თბილისში მოეწყო დროებითი სანოტარო ბიუროები.
მოქალაქეებს ნოტარიუსთან მისვლა ორ მისამართზე შეეძლებათ: საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №1) და თბილისის იუსტიციის სახლთან მდებარე ქორწინების სახლში (სანაპიროს ქუჩა №2) 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ყოველ სამუშაო დღეს.
ამ სივრცეებში სრულად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რათა საფრთხე არ შეექმნას ნოტარიუსებისა და სერვისის მისაღებად მისული მოქალაქეების ჯანმრთელობას.
როგორც ცნობილია, სანოტარო ბიუროების დიდი ნაწილი ფუნქციონირებს საცხოვრებელ სახლებში მოწყობილ ფართებში, რის გამოც სერვისის მისაღებად მისულ მოქალაქეებს უწევთ მოსახლეობასთან კონტაქტი; დროებითი სანოტარო ბიუროების ადგილმდებარეობა კი, სრულად გამორიცხავს ამგვარ შემთხვევით შემხებლობას სხვა მოქალაქეებთან და იცავს ყველა მხარეს არასასურველი სოციალური კონტაქტისაგან.
საგანგებო ვითარებისა და კარანტინის პერიოდში შეუფერხებლად იმუშავებს ნოტარიუსთა პალატის ცხელი ხაზი ( 2 206 776; 2 206 777). მოქალაქეებს შეუფერხებლად შეეძლებათ ნოტარიუსისაგან სამართლებრივი კონსულტაციის მიღებაც დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით.
სანოტარო მომსახურების სფეროში ამ ახალი შეზღუდვების მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. სანოტარო სერვისების სპეციფიკიდან გამომდინარე, სერვისების მისაღებად მოქალაქეებს, შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში, უწევდათ სანოტარო ბიუროებში ფიზიკურად მისვლა, რიგ შემთხვევებში კი, სხვა პირებთან ან მოწმეებთან ერთადაც, რასაც, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეეძლო, გამოეწვია სანოტარო ბიუროებში სოციალური დისტანციის დარღვევის საფრთხე და ხელი შეეწყო „COVID-19“- გავრცელებისათვის.
მუშაობა უკვე დაწყებულია საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში დროებითი სანოტარო ბიუროების მოსაწყობად. სანოტარო მომსახურების მიღებას ამ ქალაქებში მოქალაქეები უახლოეს დღეებში შეძლებენ.
იუსტიციის მინისტრის 31 მარტის ბრძანება დროებითი სანოტარო ბიუროების მოწყობასთან დაკავშირებით იხილეთ მითითებულ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/4841539?publication=0&fbclid=IwAR3LGItfWd4P4kauUEmoQgj3l_mV4iDe6aj2OPa6LPDUOa4IVeUYdLHVfP4




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა