logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ეს არის ომი უხილავ მტერთან, რომელშიც არავის აქვს გამარჯვების შანსი, სახელმწიფოს, სამოქალაქო სექტორისა და მოქალაქეების ერთიანობის გარეშე
გიორგი გახარია: ეს არის ომი უხილავ მტერთან, რომელშიც არავის აქვს გამარჯვების შანსი, სახელმწიფოს, სამოქალაქო სექტორისა და მოქალაქეების ერთიანობის გარეშე
09:30 02.04.2020
ჩვენი ძირითადი ამოცანაა, კორონავირუსის გავრცელების პროცესში ციცაბო პიკი არ იყოს და მას გვერდი ავუაროთ, ჩვენ გვჭირდება პლატო, ეს არის ის ძირითადი მიზანი, რისთვისაც ვმუშაობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ვირუსთან ბრძოლაში მთავრობის ძირითადი სტრატეგიული და ტაქტიკური ნაბიჯებია მაღალი რანგის პროფესიონალების მაქსიმალური ჩართულობა და სწრაფი, ეფექტური და დროული მენეჯმენტი.

„ეს არის ძირითადი კონცეპტუალური მონახაზი, რომლითაც ბოლო 3 თვეა ვმოქმედებთ და ამ გზით გავაგრძელებთ. დღეის მდგომარეობით გვყავს 117 ინფიცირებული და 23 გამოჯანმრთელებული პირი, რაც მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს არანაირი საფუძველი, ვიყოთ მშვიდად და თვითკმაყოფილი. აუცილებელია კიდევ უფრო მაღალი ორგანიზებულობა, ყურადღება და კონცენტრაცია, რადგან ეს არის ბრძოლა, ომი უხილავ მტერთან, რომელშიც არც ერთ მთავრობას, საქართველოზე უფრო ძლიერ სისტემურ ქვეყნებშიც, გამარჯვების შანსი არ აქვს, თუ არ გაერთიანდება, ყველა, სახელმწიფო, სამოქალაქო სექტორი, თითოეული მოქალაქე. გამოწვევა ბევრი ყოფილა, ამასაც დავაღწევთ თავს, მთავარია რის ფასად და ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად ვიპოვოთ ბალანსი.

უპირველესია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რა ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას. უკვე შევდივართ სწრაფი გავრცელების ეტაპზე და აქ ჩვენი ყურადღება კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს, ამიტომ გადავდგით იძულებითი ნაბიჯები ე.წ კომენდანტის საათიდან დაწყებული და დავაწესეთ საკმაოდ მძიმე შეზღუდვები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ ყველამ უნდა გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში და ისე, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და რა თქმა უნდა, ეკონომიკას. მთავარი შედეგი იქნება ის, კრიზისიდან გამოსვლის პირველივე დღეს, როდესაც სამყარო შეიგრძნობს, რომ ეს ბრძოლა გადალახულია, როგორ სწრაფად შეძლებენ ეკონომიკები, აღიდგინონ ის პოზიციები, რომლებიც ჰქონდათ ამ კრიზისში შესვლამდე, საქართველოს შემთხვევაში საუბარია 2020 წლის დასაწყისის ეკონომიკურ პოზიციებზე“, - აღნიშნა პრემიერმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა