logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ადამიანის უფლებათა ცენტრი წინასაარჩევნო პერიოდის კვლევის შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს
ადამიანის უფლებათა ცენტრი წინასაარჩევნო პერიოდის კვლევის შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს
09:32 04.09.2012
ადამიანის უფლებათა ცენტრი დღეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის კვლევის შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს.  აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციას გამართავს.

როგორც „ნიუსპრესს“ ადამიანის უფლებათა ცენტრიდან აცნობეს, ანგარიშში გაანალიზებულია საარჩევნო კანონმდებლობა, მისი დარღვევის კონკრეტული ფაქტები, გამოყოფილია ის ძირითადი პრობლემები, რაც როგორც ქართულ კანონმდებლობას, ისე ზოგადად მთლიან წინასაარჩევნო პროცესს ახასიათებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს საარჩევნო ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის არსებულ განსხვავებებზეა გამახვილებული. აგრეთვე, განხილულია, სახელმწიფო აუდიტის საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხები. ცენტრის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ყოფილი კონტროლის პალატის ძირითად ფუნქციას კონსტიტუციის 97-ე მუხლი განსაზღვრავს.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნული მუხლის პირველადი რედაქციით, კონტროლის პალატის უფლებამოსილებაში შედიოდა, მხოლოდ „სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვაზე“ ზედამხედველობა. 22 მაისს განხორციელებული ცვლილება-დამატებების შესაბამისად კი, უკვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურად ჩამოყალიბებული ყოფილი კონტროლის პალატის კომპეტენციაში შევიდა არამხოლოდ სახელმწიფო, არამედ, ზოგადად „საჯარო სახსრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვაზე“ ზედამხედველობა - მათ შორის, პოლიტიკური პარტიების არასახელმწიფო სახსრებზე ზედამხედველობა, უფლებამოსილება, რასაც ეს ორგანო ისედაც ახორციელებდა 2011 წლის 27 დეკემბერს პარტიათა შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად.

ადამიანის უფლებათა ცენტრში აცხადებენ, რომ ამგვარად, 2011 წლის 27 დეკემბრიდან 2012 წლის 22 მაისამდე კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული საქმიანობა პარტიათა არასახელმწიფო სახსრების მონიტორინგის თვალსაზრისით, არ იყო გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის იმ დროისთვის მოქმედი რედაქციით.

ანგარიშში, ასევე საუბარია ამომრჩეველთა სიებსა და პოლიტიკური ნიშნით სავარაუდო ზეწოლის, მუქარისა და დევნის გამოკვლეულ 39 შემთხვევაზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა