logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს
ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს
15:09 01.04.2020
ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა. მოქალაქეები 14 დღეს თბილისში გახსნილ საკარანტინო ზონებში ექიმთა მეთვალყურეობით ქვეშ დარჩებიან.

საქართველოს მთავრობის დავალებით, ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო სივრცეების მოწყობას, ორგანიზებას და ოპერირებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს.

ამსტერდამი-თბილისის რეისით ჩამოსული მგზავრები სასტუმრო "მოქსსა" და "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" გადანაწილდნენ. სადაც საკარანტინო ზონებია შექმნილი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი "რაკია ჯორჯიას" სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის," ხოლო ჯი-ემ-თი ჯგუფს სასტუმრო "მოქსი თბილისის" საკარანტინო ზონისთვის უსასყიდლოდ დათმობისთვის მადლობას უხდის.

"31 მარტს, ღამით საქართველოში ჩამოფრინდა ამსტერდამი-თბილისის გეგმიური რეისი და საქართველოში 180-მდე მოქალაქე დაბრუნდა. თითოეული მათგანი ახლად მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადავიყვანეთ, სადაც 14 დღე მოუწევთ გატარება. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო იმ სასტუმროების მფლობელებსა და მმართველებს, რომლებმაც სასტუმროები საკარანტინო ზონებისთვის უსასყიდლოდ დაგვითმეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს საკარანტინო სივრცეების მოძიებას და შემდეგომ მართვას, ამ ეტაპზე ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით 82 სასტუმროსთან ვთანამშრომლობთ."-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

საკარანტინო ზონებში მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით, ინდივიდუალური სამედიცინო ინვენტარით და ექიმების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან.

ამ ეტაპზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საკარანტინო ზონები საქართველოს მასშტაბით 82 სასტუმროშია მოწყობილი, სადაც 5400-მდე ადამიანია განთავსებული.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა