logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
  მაია ცქიტიშვილი:  ელექტროენერგიის გადასახადი 1 200 000 ოჯახს, ბუნებრივი აირის კი  - 671 000 აბონენტს დაუფინანსდება
მაია ცქიტიშვილი: ელექტროენერგიის გადასახადი 1 200 000 ოჯახს, ბუნებრივი აირის კი - 671 000 აბონენტს დაუფინანსდება
14:33 01.04.2020
"პრემიერ-მინისტრის მხრიდან თქვენ მოისმინეთ დაანონსებული ნაწილი იმ ღონისძიებებისა, რომელზეც ჩვენი გუნდი მუშაობს. ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს ზრუნვას, პირველ რიგში, იმ მოქალაქეებზე, რომელთაც პრობლემა შეექმნათ ამ განსაკუთრებული ვითარების და პანდემიის გამო. გარდა აქამდე მიღებული ზომებისა, ამ ეტაპზე, იმ ოჯახებისთვის, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება თვის განმავლობაში არ აღემატება 200 კილოვატს და ასეთი ოჯახი საქართველოში არის 1 200 000 მათ სახელმწიფო მარტში, აპრილსა და მაისში დარიცხულ გადასახადს აუნაზღაურებს როგორც ელექტროენერგიის, ასევე დასუფთავების და წყლის გადასახადის ნაწილში. ამ შეღავათით ისარგებლებს 1 200 000 ოჯახი.



აგრეთვე, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით ყველა იმ ოჯახს, რომლის ბუნებრივი აირის მოხმარება არ აღემატება 200მ3-ს თვეში მარტში, აპრილსა და მაისში სახელმწიფო გადაუხდის დარიცხულ გადასახადს და ამ შეღავათით ისარგებლებს 671 000 ოჯახი,"- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.



მისივე თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ბიუჯეტში გამოთავისუფლებული რესურსიდან - 2 მილიარდი ლარიდან შეძლო მოქალაქეებისთვის ამ ეტაპზე შეეთავაზებინა და ეს მხოლოდ ნაწილია იმ ღონისძიებებისა, რომელსაც მთავრობა ეტაპობრივად განახორციელებს.



"ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც ჩვენმა გუნდმა შეძლო ბიუჯეტში გამოთავისუფლებული რესურსიდან - 2 მილიარდი ლარიდან შეეთავაზებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის ამ ეტაპზე, თუმცა როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ შესაძლო დახმარებისა, რომელსაც ჩვენ მოქალაქეებს შევთავაზებთ., რა თქმა უნდა, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, გავაგრძელებთ იმ კონკრეტული ღონისძიებების შეთავაზებას, რომელიც მიმართულია კონკრეტული მიზნებისა და იმ ჯგუფების დასახმარებლად, რომლებიც ყველაზე მეტად იგრძნობენ პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ შედეგებს.

ჩვენ გუნდს ამ 2-მილიარდიანი პაკეტის ნაწილში შემუშავებული აქვს ზომები ბიზნესისთვის და გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ამ ზომების ეტაპობრივად მიწოდებას, რათა შესაძლებელი გახდეს სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ფუნქციონირების გაგრძელება საგანგებო რეჟიმის პირობების დაცვით. პირველ რიგში ვიმედოვნებთ, რომ ამ მხარდაჭერის შედეგად ჩვენი ბიზნესი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს და არც ერთ მოქალაქეს არ დატოვებს შემოსავლისა და სამსახურის გარეშე, თუმცა თუ ეს მოხდა ამისთვის ჩვენ აღმოვჩნდებით მზად და მოქალაქეებს შევთავაზებთ გარკვეულ დახმარებას იმ შესაძლებლობიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ეკონომიკა და ბიუჯეტი გვაძლევს,"- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა