თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, წყლის შეწყვეტის მიზეზი ვაშლიჯვარში გამავალ 1 200 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებაა.
ამ მიზნით, 12:00-დან 23:00 საათამდე წყალმომარაგება ლუბლიანას ქუჩის ბოლო ნაწილს, „დიღომი 7“-ს, „დიღომი 8“-ს, „დიღომი 9“-ს ბალანჩინის ქუჩას, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე დაწესებულებებს, აშშ-ის საელჩოს შენობას, თაბუკაშვილის, ლესელიძის, ვერცხლის, ნაკაშიძის, დიუმას, ერეკლე მეორის, ყავლაშვილის და მათ მიმდებარე ქუჩებს შეუწყდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალი ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩასა და ფერდობებს, ბაგებს, ვაკის ზედა დასახლებას, მთაწმინდა-კრწანისის რაიონს, კოჯორს, კიკეთს, წყნეთს, წავკისს, ტაბახმელასა და შინდისს შეფერხებით მიეწოდება.
წყლის მიწოდება ასევე, სოფელ გლდანს, გლდანულას, გაზის, კონიაკის, მუხიანის სამხედრო და ცენტროლიტის დასახლებებს, გლდანის III, IIIა, V, VI, VII, VIII მ/რაიონებს, თემქის III მ/რაიონს, მუხიანის I, II და III მ/რაიონებს, სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის გლდანის საპატიმროს და „ჰაიდელბერგცემენტის“ ბეტონის ქარხანას შეეზღუდება.

















