კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელინაში მცხოვრებმა მიხეილ მაზმიშვილმა და წარმოშობით თელიანელმა
ნინო ცაგარეიშვილმა საკუთარი სურვილითა და პირადი ფინანსებით საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს.
სოფელ თელიანსა და სასირეთში მათ 12 ოჯახის მიმართ თანდგომა გამოხატეს და ბინაზე 7 დასახელების პროდუქტები მიუტანეს. ესენი ძირითადად მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მოხუცები და ავადმყოფი ადამიანები არიან.
კასპის მუნიციპალიტეტის მერია მისაბაძ ადამიანებს, მადლობას უხდის თანასოფლელთა დახმარებისათვის.

















