logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 მიხეილ ჩხენკელი: საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებს დისტანციური სწავლების ქართულ საკომუნიკაციო პლატფორმა „ფიდსს“ ვთავაზობთ
მიხეილ ჩხენკელი: საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებს დისტანციური სწავლების ქართულ საკომუნიკაციო პლატფორმა „ფიდსს“ ვთავაზობთ
15:11 31.03.2020
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული მორიგი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კომენტარი გააკეთა, რომლის დროსაც ისაუბრა შექმნილი ვითარების ფონზე დისტანციური სწავლების იმ საინტერესო ფორმატებზე, რასაც სამინისტრო საზოგადოებას სთავაზობს. მათ შორის, მინისტრმა დისტანციური ონლაინ სწავლების ახალ ქართულ პლატფორმაზე, "Fეედც Eდუ"- ზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის ერთ-ერთ ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებად სთავაზობს.


მიხეილ ჩხენკელი: "როგორც მოგეხსენებათ კორონავირუსის გამოწვევის გამო, დროებით შეჩერებულია მეცადინეობები საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში, მაგრამ ამ გამოწვევამ არ უნდა შეაჩეროს სასწავლო პროცესი. აქედან გამომდინარე სკოლები და უნივერსიტეტები გადასული არიან სწავლების დისტანციურ ფორმაზე. გუშინ დაიწყო უაღრესად მნიშვნელოვანი, ძალიან ძლიერი და საინტერესო პროექტი ტელესკოლა, რომელსაც ჩვენი სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან ერთად ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის ფარგლებში წვდომა ტელესკოლასთან აქვს ყველა მოსწავლეს განურჩევლად იმისა აქვთ, თუ არა წვდომა ინტერნეტთან.

ამ ინიციატივებს დაემატა კიდევ ერთი სიახლე და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს სკოლებს დისტანციური სწავლების ქართული საკომუნიკაციო პლატფორმა "ფიდსი" შევთავაზეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია "ფიდსს" გამოჩენილი მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის".
"Fეედც Eდუ"-ს პლატფორმა სრულიად უფასოა, სრულყოფილად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. მასზე შესაძლებელია დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა/ჩამოტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობის წარმართვა. მისი გამოყენება მარტივია, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. ასევე, მარტივია რეგისტრაციის გავლა, რაც მობილური ტელეფონის ნომრით არის შესაძლებელი.

დისტანციური სწავლების მეთოდებზე საუბრისას, მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის თანამშრომლობით დაწყებულ პროექტზე "ტელესკოლა" და აღნიშნა, რომ ამ პროექტით მიღებული განათლება იქნება აუცილებლად საინტერესო და ეფექტიანი.

"ტელეკსოლის მეთოდით მიღებული განათლება იქნება აუცილებლად ეფექტიანი, რადგანაც გაკვეთილებში ჩართული გვყავს ჩვენი საუკეთესო, გამოცდილი პედაგოგები. პროექტი დიდი წარმატებით დაიწყო გუშინ და დარწმუნებული ვარ, რომ ასევე ძალიან წარმატებით გაგრძელდება. უაღრესად საინტერესო გაკვეთილებია შემოქმედებითი მიდგომით და ეს პლათფორმა მიაღწევს საკმაოდ საინტერესო აკადემიურ შედეგებს. ამ პროექტის ფარგლებში ტარდება აბიტურიენტის საათი, სადაც წამყვანი სპეციალისტები კონსულტაციებს გაუწევენ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. გაკვეთილები ტარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ხოლო შაბათ-კვირას ტელესკოლა მთელ საზოგადოებას შესთავაზებს ძალიან საინტერესო შემეცნებით პროგრამებს - როგორც საქართველოში მომზადებულ პროგრამებს, ასევე უცხოურ პროგრამებს ნათარგმნს ქართულ ენაზე. ეს საინტერესო იქნება არამხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის, არამედ მათი მშობლებისა და მთელი საზოგადოებისთვის."





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა