logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი:21:00 საათიდან გადავდივართ ე.წ. კომენდანტის საათზე, მოვუწოდებ მოქალაქეებს, აუცილებლად იქონიონ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობები
ნათია მეზვრიშვილი:21:00 საათიდან გადავდივართ ე.წ. კომენდანტის საათზე, მოვუწოდებ მოქალაქეებს, აუცილებლად იქონიონ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობები
14:54 31.03.2020
საღამოს 21:00-საათიდან გადავდივართ სხვა რეჟიმზე, ე.წ კომენდანტის საათზე. მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო, რომ დღეიდან აუცილებლად იქონიონ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, რადგან აღსრულების პროცესს სრულად აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შსს-ს და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლები საკონტროლო პუნქტებზე აკონტროლებენ ქალაქებს და ამ ნაწილშიც, ისევე როგორც გადაადგილებისას, კონტროლის გაადვილებისა და აღსრულების პროცესის გაადვილების მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოქალაქეების, ისე თვითონ პოლიციის თანამშრომლებისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ქონა, ამიტომ ეს არის აუცილებელი მოთხოვნა,- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.



მისივე თქმით, სიტუაციის გამწვავების პარალელურად მთავრობა პერიოდულად ამკაცრებდა ზომებს და დადგა ეტაპი, როდესაც აუცილებელი გახდა უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება.



"დღეიდან, ფაქტობრივად, ჩვენ ცოტა განსხვავებულ რეჟიმში ვიმყოფებით. კიდევ უფრო გამკაცრდა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მთავრობის მიერ დაწესებული ზომები. ქვეყანა უკვე 10 დღეა საგანგებო რეჟიმში იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი რიგი კონსტიტუციური უფლებები მოქალაქეებისთვის შეზღუდულია, მათ შორის, შეზღუდულია გადაადგილებისა და შეკრების, სამეწარმეო საქმიანობის (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა), საკუთრების და სხვა უფლებები.

სიტუაციის გამწვავების პარალელურად, ასე ვთქვათ, ადეკვატურად, მთავრობა პერიოდულად ამკაცრებდა ზომებს და უკვე დადგა ეტაპი, როდესაც გაცილებით უფრო მკაცრი ზომების მიღებაზე უნდა გადავსულიყავით და შესაბამისად დღეიდან, ფაქტობრივად შეზღუდულია ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა არა მხოლოდ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების შიგნით, არამედ საქალაქთაშორისო დონეზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ გადაადგილდებიან. დაშვებულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, შესაბამისად, ავტომანქანების რაოდენობა და კონცენტრაცია, ზოგადად, ქალაქებში შემცირებულია და ეს საკმაოდ თვალშისაცემია. გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ მსუბუქი ავტომობილები მოძრაობს და ადამიანები პროდუქტებისა თუ ფარმაცევტული პროდუქციის საყიდლად გამოდიან, თუმცა, მოქალაქეების და მანქანების კონცენტრაცია დღეს დილიდან უკვე შემცირებულია,"- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა