დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, კორონავირუსის დიაგნოზით ნიუ-იორკში 64 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის მეხუთე მოქალაქე გარდაიცვალა, ის ნიუ-იორკში ცხოვრობდა. გარდაცვლილი 64 წლის მამაკაცია. საგარეო საქმეთა სამისტრო და საელჩო ოჯახთან კავშირზეა. მამაკაცს კოვიდის გარდა სხვა თანხმლები ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

















