logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
განათლების სამინისტრო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის პირველ ქართულ ალტერნატიულ პლატფორმას - “Feedc Edu”-ს სთავაზობს
განათლების სამინისტრო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის პირველ ქართულ ალტერნატიულ პლატფორმას - “Feedc Edu”-ს სთავაზობს
12:53 31.03.2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერება დაევალა.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, სამინისტრო ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს, რათა განათლების სისტემაში შემავალი თითოეული რგოლი, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეები, არ ჩამორჩნენ სასწავლო პროცესს. შესაბამისად, სამინისტრო აძლიერებს ელექტრონულ და სატელევიზიო ფორმატებს, როგორც სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვის ეფექტიან დისტანციურ საშუალებებს.

დღეიდან, განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის ერთ-ერთ ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებად პირველ ქართულ პლატფორმას, “Feedc Edu”- ს სთავაზობს.

აღნიშნული პლატფორმა სრულიად უფასოა, სრულყოფილად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. მასზე შესაძლებელია დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა/ჩამოტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობის წარმართვა. მისი გამოყენება მარტივია, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. ასევე, მარტივია რეგისტრაციის გავლა, რაც მობილური ტელეფონის ნომრით არის შესაძლებელი.

იმ შემთხვევაში თუ, მომხმარებელს შეკითხვები გაუჩნდება, მას პლატფორმის ტექნიკური ჯგუფი “Feedc Edu” -ზე არსებული „ჩათის“ მეშვეობით ონლაინ რეჟიმში გაუწევს დახმარებას. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია ვებ-გვერდზე არსებული ვიდეოინსტრუქციის მეშვეობით გაეცნოს მოხმარების წესებს. ასევე, დაინტერესებულ პირებს “Facebook”-ში შეეძლებათ მოიძიონ დამატებითი მხარდაჭერის ჯგუფი „Feedc Edu”, რომელიც დაეხმარება მათ რეგისტრაციასა და პლატფორმასთან მუშაობაში. ამასთან, ტექნიკური დახმარების მიღების მსურველებს დამატებით შეეძლებათ გააგზავნონ შეკითხვები შემდეგ ელ.ფოსტაზე - edu@feedc.com, ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: +995 555 458 417.

"საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამაგალითოდ მიიჩნევს იმ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც კომპანია „ფიდს“-მა საზოგადოების მიმართ გამოიჩინა. ქვეყანაში არსებული ვითარებისა და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა და სოლიდარული ურთიერთობა"-აცხადებენ უწყებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა