logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად სამეცნიერო იდეების გაცვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება
მიხეილ ჩხენკელი: მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად სამეცნიერო იდეების გაცვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება
11:59 31.03.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ მინისტერიალში „COVID-19 და ღია მეცნიერება“ მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის მთავარ მიზანს მსოფლიოში პანდემიად გამოცხადებული ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების ეფექტიან გზებზე მსჯელობა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

მინისტერიალი UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულაიმ გახსნა და კორონავირუსის პანდემიის მართვის პროცესში მეცნიერების როლზე ისაუბრა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მინისტრებმა ერთმანეთს ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.

მიხეილ ჩხენკელი: „მადლობას მოგახსენებთ ისტორიაში პირველი ვირტუალური მინისტერიალის ორგანიზებისათვის, რომელიც უაღრესად სასარგებლო იქნება თითოეული მონაწილე ქვეყნისა და, ზოგადად, მეცნიერებისათვის. მეცნიერებას არ აქვს საზღვრები და სამეცნიერო იდეების გაცვლას მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.“

მიხეილ ჩხენკელმა მინისტერიალის მონაწილეებს საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ საკლასო ოთახს მიღმა დარჩენილი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად სისტემა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით დაწყებულ ახალ პროექტზეც „ტელესკოლა“ისაუბრა, რომელსაც უკვე მოჰყვა საზოგადოებაში ძალიან პოზიტიური გამოხმაურება. სხვადასხვა საგანში ტელეგაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ატარებენ და მათი მოსმენა, ყველა მოსწავლეს შეუძლია, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან.

მიხელ ჩხენკელმა UNESCO-ს შესთავაზა განათლების მინისტრების ონლაინ კონფერენციის ორგანიზება, რათა ქვეყნებმაამ მიმართულებითაც შეძლონ საკუთარი გამოცდილების გაზიარება.

სამეცნიერო კოალიცია შეთანხმდა, რომ მსოფლიოში არსებული უდიდესი გამოწვევის – ახალი კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად საერთაშორისო ინოვაციური და სამეცნიერო წრეების თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ონლაინ მინისტერიალში, რომელიც Microsoft Teams პროგრამით წარიმართა, მონაწილეობა 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა, მათ შორის, მეცნიერების 90-ზე მეტმა მინისტრმა და მსოფლიოში ცნობილმა ნობელიანტმა მეცნიერებმა მიიღეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა