პროფკავშირების ქალთა კომიტეტი დღეს ქალთა კვირეულს გახსნის.
კვირეული ახალგაზრდა პროფკავშირელი ქალების შეხვედრით დაიწყება.
როგორც "ნიუსპრესს" პროფკავშირებიდან აცნობეს, შეხვედრაზე ქვეყანაში მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ და ხელისუფლებისადმი სპეციალურ საპროტესტო მიმართვას შეიმუშავებენ.
"გაერთიანებული პროფკავშირების" ცნობით, მიმართვაში "დედობის შესახებ" შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183- ე კონვენციის რატიფიცირებას მოითხოვენ.

















