თბილისის მახლობლად მდებარე რამდენიმე სოფელს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ქვესადგურში
„კიკეთი“ სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, შუქი 11-დან 17 საათამდე კიკეთის, ბეთანიის და დიდების აბონენტებს არ ექნებათ.
„თელასის“ ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე, მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.

















