logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი „ტელესკოლის" მოსწავლეებს მიმართავს
მიხეილ ჩხენკელი „ტელესკოლის" მოსწავლეებს მიმართავს
14:38 30.03.2020
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დღეს, პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში.

მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიმართა:

„ძვირფასო მოსწავლეებო, ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო! როგორც იცით, კორონავირუსის გამოწვევის დასაძლევად დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში. თუმცა ამ გამოწვევამ არ უნდა შეაჩეროს განათლების მიღების პროცესი. ამიტომ ჩვენ საქართველოს პირველ არხთან ერთად გთავაზობთ საინტერესო პროექტს, რომელსაც „ტელესკოლა“ ჰქვია. პროექტის ფარგლებში თქვენ ნახავთ ძალიან საინტერესო გაკვეთილებს ყველა საგანში, რომლებსაც ძალიან გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ. აღსანიშნავია, რომ „ტელესკოლასთან“ წვდომა ყველას ექნება, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ინტერნეტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ჩაერთოთ ამ პროცესში. გაკვეთილები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება. შაბათ-კვირას კი შემოგთავაზებთ საინტერესო შემეცნებით და საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორც საქართველოში მომზადებულს, ასევე უცხოურს, რომლებიც ნათარგმნია ქართულ ენაზე. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი! დარწმუნებული ვარ, რომ ბეჯითი სწავლით ასახელებთ ჩვენს სამშობლოს! მინდა ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა და წარმატებები იმ საინტერესო გზაზე, რომელსაც განათლების მიღება ჰქვია!“-განაცხადა მინისტრმა.

პროექტი „ტელესკოლა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი - განათლება“ (ყოფილი მეორე არხი) ეთერით გადის.

საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი) ყველა კლასის საგანს მოიცავს. ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან და მოსწავლეებს „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ სასწავლო პროგრამას სთავაზობენ. „ტელესკოლის“ გაკვეთილების ცხრილის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:

http://mes.gov.ge/content.php?id=10272&lang=geo

„ტელესკოლის“ გაკვეთილების დაგეგმვისას სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესიც არის გათვალისწინებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.

პროექტის პირველ ეტაპზე ეთნიკური უმცირესობებისათვის ჩატარდება ქართულის, როგორც მეორე ენის, აზერბაიჯანული და სომხური ენების ტელეგაკვეთილები, ეტაპობრივად კი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სხვა საგნების გაკვეთილებიც დაემატება.

პროექტი აბიტურიენტის საათის ჩატარებასაც ითვალისწინებს, სადაც შესაბამისი დარგის სპეციალისტები აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის უწევენ კონსულტაციას.

გაკვეთილები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ტარდება და ყოველ დღე დილის ცხრა საათზე იწყება. პროექტს შაბათსა და კვირას სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამებიც დაემატება.
სამინისტრომ მოსწავლეებისა და მშობლებისათვის „ტელესკოლის“ გაკვეთილებში ეფექტიანი ჩართულობისთვის სპეციალური რჩევებიც შეიმუშავა:

http://mes.gov.ge/content.php?t=srch&search=%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A&id=10273&lang=geo

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა