logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბონდო მძინარიშვილი: ვიღაცას სააკაშვილის ბოდვების და პოლიტიკური სპეკულაციების სჯერა!  რადგან სექტანტია
ბონდო მძინარიშვილი: ვიღაცას სააკაშვილის ბოდვების და პოლიტიკური სპეკულაციების სჯერა! რადგან სექტანტია
11:30 30.03.2020
ჟურნალისტი ბონდო მძინარიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სააკაშვილმა თქვა, - სამედიცინო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და პირველი რექტორი ბაბუაჩემი იყოო.

ახლა მივყვეთ თანმიმდევრობით, თარიღებით:

მიხეილ სააკაშვილი დაიბადა 1908 წელს.

1927 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.

1930 წლის 10 ივნისს, მალაქია ტოროშელიძის რექტორობის დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა სამედიცინო ინსტიტუტი.

1933 წელს, კურსდამთავრებული მიხეილ სააკაშვილი დატოვეს სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე.

1943 წელს მიხეილ სააკაშვილმა დააარსა მედიცინის ისტორიის კათედრა და მისი გამგე გახდა.

1950 წელს მიხეილ სააკაშვილი დაინიშნა სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორად.

1973 წელს მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვალა.

1992 წელს სამედიცინო ინსტიტუტმა ავტონომიური უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო.

ეს არის მშრალი ფაქტები და თარიღები.

ახლა კითხვები:

- როგორ იყო მესამეკურსელი სტუდენტი მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო ინსტიტუტის დამფუძნებელი?

- როგორ იყო მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი რექტორი, როცა უნივერსიტეტი მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალებიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, 1992 წელს შეიქმნა?

- მესმის, რომ სამედიცინო ინსტიტუტს გულისხმობდა, მაგრამ, როგორ იყო მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო ინსტიტუტის პირველი (დი)რექტორი, როცა ინსტიტუტი 1930 წელს შეიქმნა, მიხეილ სააკაშვილი კი მის დირექტორად 20 წლის შემდეგ, 1950 წელს დაინიშნა? 20 წლის განმავლობაში ინსტიტუტს დირექტორი არ ჰყავდა?

რატომ დავინტერესდი ამ ისტორიით?

იმიტომ, რომ საზღვარგარეთ დარჩენილი ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანის ინიციატივაც ისეთივე სიმართლეა, როგორც მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი, რომ ბაბუამისი სამედიცინო უნივერსიტეტის (ინსტიტუტის) დამფუძნებელი და პირველი რექტორი იყო!

ვიღაცას კი სააკაშვილის ბოდვების და პოლიტიკური სპეკულაციების სჯერა!
სჯერა, რადგან სექტანტია, სექტანტის კრიტიკული აზროვნება კი სწრაფი ტესტის გარეშეც ადვილი დასადგენია, - ნულის ტოლია!"-წერს ჟურნალისტი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა