logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: დღეს არსებულ ვითარებაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის მოსახლეობის სურსათით და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგების უწყვეტობა, მარაგების არსებობა
ლევან დავითაშვილი: დღეს არსებულ ვითარებაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის მოსახლეობის სურსათით და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგების უწყვეტობა, მარაგების არსებობა
10:27 29.03.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ახალ კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ჩამოყალიბდა სწორედ იმისათვის, რომ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესი იყოს სწორად მართული და კოორდინაცია იყოს მაღალი ხარისხის.
"დღეს არსებულ ვითარებაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის მოსახლეობის სურსათით და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგების უწყვეტობა, მარაგების არსებობა. მთელ რიგ ქვეყნებში იყო შეფერხებები მიწოდებაში. ხშირ შემთხვევებში, ამის მიზეზი პანიკური შესყიდვებია. ჩვენთან პროცესები სწორად იყო მართული და, შესაბამისად, შეფერხება მიწოდებაში არ გვქონია, თუმცა იყო გარკვეული უხერხულობები - რიგები, პანიკური მოთხოვნა, რომელიც ფასების სპეკულაციური ზრდის ცდუნების საფრთხეს ქმნიდა ბაზარზე. დღეისათვის სიტუაცია სტაბილურია - აღარ არის რიგები, სავაჭრო ქსელები მუშაობს შეუფერხებლად და პროდუქტი მიეწოდება ბაზარს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, იმ განცხადებების გათვალისწინება და აღსრულება, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებიდან კეთდება, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ კოორდინირებულ მოქმედებას.
რაც შეეხება მარაგებს, სამინისტრო უწყვეტ მონიტორინგს ვახორციელებთ ხორბალზე და ყველა იმ პროდუქტზე, რაც მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელია, მათ შორის, ზეთი, ბურღულეული პროდუქტი, მშრალი პროდუქტები, ცილოვანი პროდუქტები, ხორცპროდუქტები და ა.შ. ქვეყანაში მარაგები საკმარისია. პროცესი კონტროლდება, რათა ბაზარზე წყვეტა არ იყოს.
ეს არ არის მარტივი პროცესი, რადგან რთულ ვითარებაში იმყოფება მთელი მსოფლიო. შესაბამისად, მოწოდებაში შეფერხებები შეიძლება იყოს, რადგან ცალკეულ ქვეყნებს შეექმნათ პრობლემები. სწორედ ამიტომ არის ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად კონცენტრირებული ყურადღება; ჩვენ ვმუშაობთ მოწოდების ალტერნატიულ წყაროებზე, რეგულარულად ვხვდებით და ვმუშაობთ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ვახდენთ შიდა რესურსების მობილიზებას. ეს არის პროცესი, რომელიც ამ რთული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება იმისთვის, რომ მოსახლეობას არ შეექმნას შეფერხება და არ გაუჩნდეს დამატებითი საზრუნავი ისედაც რთულ ვითარებაში", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა