logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარტოხელა მოხუცების დახმარების აქციაში მოქალაქეებიც ჩაერთვებიან
მარტოხელა მოხუცების დახმარების აქციაში მოქალაქეებიც ჩაერთვებიან
14:52 27.03.2020
თბილისის მერიისა და "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების" ორგანიზებით მიმდინარე აქციაში, რომელიც სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარებას ისახავს მიზნად, მოქალაქეებიც ჩაერთვებიან.

აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ჰიპერმარკეტების ქსელ "აგროჰაბში" შეიძინონ პროდუქტები, რომელსაც ადგილზე მყოფი "წითელი ჯვრის" მოხალისეები დააფასოებენ და თბილისის გამგეობების თანამშრომლების ჩართულობით, ხანდაზმულებს დაურიგებენ.

პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად დაესწრო.

"ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ გვქონდა საკმაოდ ბევრი აქტივობა ბიზნესთან ერთად. მათ მოჰქონდათ საკვები პროდუქტები ბელიაშვილის #5-ში, სადაც ჩვენ სპორტული დარბაზი გადავაკეთეთ მიმღებ პუნქტად. "წითელი ჯვრის" მიერ შედგენილია საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ნუსხა, ის მინიმუმი, რომელიც აუცილებელია ადამიანებისთვის. ეს პროდუქტები გროვდებოდა, შემდეგ კი რიგდებოდა ჩვენი გამგეობების თანამშრომლებისა და მოხალისეების მიერ, რომლებიც გადამზადებულები არიან და უსაფრთხოების ყველა წესს იცავენ. დღეს უკვე განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს - "აგროჰაბთან" ერთად განვახორციელეთ პირველი პროექტი, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რიგით მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, დაეხმარონ გაჭირვებულ ადამიანებს და შეიძინონ პროდუქტები მათთვის. სხვა მსხვილმა მარკეტებმაც გამოთქვეს პროექტში ჩართვის მზადყოფნა, რასაც მივესალმებით, რადგან დღეს ერთმანეთის გვერდით დგომა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კახა კალაძემ.

"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების" პრეზიდენტის ნათია ლოლაძის განმარტებით, "აგროჰაბში" მისულ მომხმარებელს დახვდება "წითელი ჯვრის" კუთხე, სადაც მათ მოხალისეები გაუწევენ რეკომენდაციას საჭირო პროდუქტებთან დაკავშირებით.

"ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მოვიდეს "აგროჰაბში", შეიძინოს ის პროდუქტები, რომელიც რეკომენდებულია, რომ მივიდეს ბენეფიციარებთან. ეს აქცია ჩაატარდება საქართველოს მასშტაბით, რომელშიც ჩვენი ორგანიზაციის 39-ვე ფილიალი ჩაერთვება", - განაცხადა ნათია ლოლაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა