logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დედაქალაქსა და რეგიონებში  სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებაში სურსათის ეროვნული სააგენტო ჩაერთვება
დედაქალაქსა და რეგიონებში სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებაში სურსათის ეროვნული სააგენტო ჩაერთვება
17:30 24.03.2020
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები თბილისსა და რეგიონებში სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების პროცესში ჩაერთვებიან.
"კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებების დაწყების პირველივე დღეებიდან, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკა გამოყენებულია საზღვრებზე, სადაც ყველა ტვირთის შემოსვლისას დამუშავება ხდება. სააგენტოს სპეციალისტები ის ადამიანები არიან, რომლებიც არაერთ რთულ ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას და დიდი გამოცდილება აქვთ. ჩვენი სპეციალისტები ბოლნისსა და მარნეულში, კარანტინში შემსვლელ-გამომსვლელ მანქანებსაც ამუშავებენ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან არის შეთანხმებული და აბსოლუტურად უვნებელია მოსახლეობისთვის. ჩვენი მძიმე ტექნიკა დღეს საკარანტინო ზონაში გაიგზავნება, სადაც დიდი სივრცეების დამუშავებას მოვახდენთ. რაც შეეხება თბილისს, მოხდება კრიტიკული საჯარო ინფრასტრუქტურის დამუშავება, რათა დაავადების გავრცელების რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დედაქალაქში სადეზინფექციო სამუშაოებში ჩაერთვება 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა. პირველი დამუშავება მოხდება მთელ ქალაქში, შემდგომ კი ხელის აპარატებით, რეგულარულად ჩატარდება სამუშაოები. მინისტრის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ტექნიკით დეზინფექცია განმეორდება.
"დღეს ღამით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ. უშუალოდ იმ ქუჩების დეზინფექცია მოხდება, სადაც არის გაჩერებები, მეტროს შესასვლელები; სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება რამდენიმე დღის განმავლობაში. იცით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოველდღიურ რეჟიმში მუშავდება შესაბამისი სპეციალური ხსნარებით. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჯანმრთელობისთვის ეს პრეპარატი საშიში არ არის", - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
სამინისტროში მობილიზებული 60 ერთეული ტექნიკა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად დაათვალიერა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სადეზინფექციო სამუშაოებს უწყებები კოორდინირებულად განახორციელებენ. მობილიზებულები არიან და სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, რომლებსაც მსგავსი ღონისძიებების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვთ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა