logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: „ტელესკოლის“ ფარგლებში, ყველა მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა,  მოისმინოს ძალიან საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში
მიხეილ ჩხენკელი: „ტელესკოლის“ ფარგლებში, ყველა მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, მოისმინოს ძალიან საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში
17:06 24.03.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პირველი არხი საგანმანათლებლო პროექტს "ტელესკოლა" იწყებენ.
"ტელესკოლა" საქართველოს მეორე არხის ეთერში 30 მარტიდან გავა. პროექტი ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტელეგაკვეთილების ჩატარებას.

მიხეილ ჩხენკელი: "მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 30 მარტიდან საქართველოს პირველ არხთან ერთად, ვიწყებთ უაღრესად მნიშვნელოვან პროექტს, რომელსაც ჰქვია "ტელესკოლა". ამ პროექტის ფარგლებში, ყველა მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს აქტიურად პროგრამაში და მოისმინოს ძალიან საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში - განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა წვდომა ინტერნეტთან.

გაკვეთილებს ჩაატარებენ ჩვენი გამოცდილი პედაგოგები. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აბიტურიენტის საათს, სადაც გამოცდილი სპეციალისტები ჩვენს აბიტურიენტებს გაუწევენ კონსულტაციებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით.

ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის იქნება ცალკე საგაკვეთილო ბადე გაკეთებული, სადაც ისინი შეისწავლიან ქართულ ენას. ტელეგაკვეთილების საშუალებით მათ ასევე ექნებათ მეცადინეობები თავიანთ მშობლიურ ენაში. ამ საგნებს, უახლოეს მომავალში სხვა საგნებიც დაემატება.

ამ პროექტის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ისიც, რომ შაბათ-კვირას ჩვენ ყველას, მთელ მოსახლეობას შევთავაზებთ ძალიან საინტერესო საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამებს, რომლებიც მომზადებულია როგორც საქართველოში, ასევე ცნობილი უცხოური ტელეკომპანიების მიერ და ნათარგმნია ქართულ ენაზე. სულ ცოტა ხანში ამ პროექტში ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან უნივერსიტეტის პროფესორებიც და შაბათ-კვირის განმავლობაში ისინი ყველასთვის გასაგებ ენაზე თავიანთი საგნებისა და დისციპლინების ხიბლს დაანახებენ ჩვენს მოსწავლეებს. ეს იქნება ამ პროგრამის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი - უნივერსიტეტი სკოლას. მინდა ყველას ვუსურვო დიდი წარმატება ამ ძალიან საინტერესო გზაზე, რასაც განათლების მიღება ჰქვია."


"ტელესკოლა" დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმატი იქნება, რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში.


საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი) ყველა კლასის საგანს მოიცავს. ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან და მოსწავლეებს "ტელესკოლის" ფორმატს მორგებულ სასწავლო პროგრამას შესთავაზებენ.

მოგეხსენებათ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი გადავადდა. აღნიშნულმა საბჭომ, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაავალა მაქსიმალურად გაზარდოს დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობა. სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი "ტელესკოლა" სწორედ ამ ამოცანების შესრულებას ემსახურება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა