logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კომუნიკაციების კომისია: მედიის მიერ მხოლოდ სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამაზე ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული
კომუნიკაციების კომისია: მედიის მიერ მხოლოდ სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამაზე ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული
15:02 24.03.2020
"საზოგადოებისთვის გააზრებული და სწორად ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობაში, მედიის როლი უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია, ვინაიდან მხოლოდ სწორად ინფორმირებულ მოქალაქეს შეუძლია მართებული და გააზრებული არჩევანის გაკეთება. დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც მთელი მსოფლიო და ჩვენი ქვეყანა პანდემიას ებრძვის, მედიის როლი და პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაზრდილი და დიდია"-ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნულია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და ჩვენი მოქალაქეები ინფორმაციას სწორედ მედიის საშუალებით იღებენ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი მედიის არსებობა. მედიას რთულ და კრიზისულ ვითარებაში პასუხისმგებლობასთან ერთად, დიდი ძალაუფლებაც აქვს, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია მედიის ძალაუფლება, რომელსაც ინფორმაცია ჰქვია, მხოლოდ სწორ და გადამოწმებულ ფაქტებს ეფუძნებოდეს, ვინაიდან დღეს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დიდ წილადაა დამოკიდებული ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებულ ვითარებაში მედია, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად აშუქებს მოვლენებს და აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას, რისთვისაც მადლობა თითოეულ მათგანს. თუმცა, ოპერატიულობასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია მედიამ საზოგადოებას მხოლოდ სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდოს.

მაშინ, როდესაც ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი, არ იჩენს სათანადო სამოქალაქო პასუხისმგებლობას, როდესაც გვაქვს თვითიზოლაციის დარღვევისა და კარანტინიდან გაქცევის მაგალითები, კიდევ უფრო ნათლად ჩანს რამდენად დიდია მედიის გამოწვევა და პასუხისმგებლობა. სწორედ, ამიტომ კომუნიკაციების კომისია მიმართავს მედიის წარმომადგენლებს, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მაღალპროფესიონალურად გააშუქონ მოვლენები და საზოგადოებას, მხოლოდ სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდონ. დღეს, ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური იარაღი სწორედ ინფორმირებული მოქალაქეა, რომელიც ყველა საჭირო რეკომენდაციას ითვალისწინებს"-აცხადებენ კომისიაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა