logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: მინდა, ყველამ დავაფასოთ ის, რაც ბევრ ეკლესიაში მოხდა, მესმის, რამხელა სამოქალაქო პასუხისმგებლობაა საჭირო მრევლს სთხოვო, რომ ეკლესიის გარეთ დადგნენ და გარკვეული დისტანცია დაიცვან
გიორგი გახარია: მინდა, ყველამ დავაფასოთ ის, რაც ბევრ ეკლესიაში მოხდა, მესმის, რამხელა სამოქალაქო პასუხისმგებლობაა საჭირო მრევლს სთხოვო, რომ ეკლესიის გარეთ დადგნენ და გარკვეული დისტანცია დაიცვან
03:59 23.03.2020
მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო და ყველამ დავაფასოთ ის, რაც ბევრ ეკლესიაში მოხდა და ბევრმა მოძღვარმა გააკეთა. მე მესმის, რამხელა სამოქალაქო პასუხისმგებლობაა საჭირო მრევლს სთხოვო, რომ ეკლესიის გარეთ დადგნენ და გარკვეული დისტანცია დაიცვან. მე ეთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასე იქმნება სახელმწიფოები. ასე ვყალიბდებით ჩვენ, როგორც წარმატებული სახელმწიფო მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა უამრავია. ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ვალდებულებაა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, დავიცვათ დისტანცია ერთმანეთთან და არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება ეს ეკლესიაში, თუ სუპერმარკეტში და როდესაც ვიღაცა საუბრობს 10 ადამიანი ბევრია თუ ცოტაა, არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს, თუ ადამიანი ზრუნავს თავისი თანამოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაპირისპირებაზე საუბარი პოლიტიკური სპეკულირების თემაა.

„როდესაც ვიღაცეებს უნდათ პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე გამოიყენონ მთავრობას, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაპირისპირება, ესეც პოლიტიკური სპეკულირების თემაა. არსებობს გარკვეული სენსიტიური საკითხები, რომელიც მარტივად გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ჩვენ თუ ვთანხმდებით, რომ ადამიანის, არ აქვს მნიშვნელობა მოქალაქის, თუ მრევლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ჩვენთვის ყველაზე მაღალი ფასეულობა, მაშინ არაფერს ნიშნავს და არაფრად ღირს 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, რომელიც შეუძლია, როგორც სახელმწიფოს, ასევე, ეკლესიასაც,“- აღნიშნა პრემიერმა.

კითხვაზე, თუ რა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა მარნეულში ვირუსის შიდა გადაცემა, პრემიერმა ასე უპასუხა:

„ეს იყო ჩვეულებრივი წლისთავი, რომელსაც ესწრებოდნენ ორი მუნიციპალიტეტიდან და, აგრეთვე, ქვეყნის გარედან ჩამოსული სტუმრები,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა