logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ყაველაშვილი: პარტიულ აქტივს სთხოვეთ ე.წ. თავისუფალი მედიისათვის თანხის შეგროვება
მიხეილ ყაველაშვილი: პარტიულ აქტივს სთხოვეთ ე.წ. თავისუფალი მედიისათვის თანხის შეგროვება
19:19 22.03.2020
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ტელეკომპანიებისთვის ინკასოს დადების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, ტელევიზიების დაფინანსება ბიუჯეტის სახსრებით არ უნდა მოხდეს:

„რამდენიმე დღეა გრძელდება ეს ისტერიკა და არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ აბსურდულ აჟიოტაჟს, ვითომ საქართველოში „თავისუფალ მედიას“ სახელმწიფო ინსტიტუტები ინკასოთი „ებრძვიან“.

ჯერ ერთი, რატომ ფიქრობენ ამ ტელევიზიების ხელმძღვანელები, მფლობელები და მათი პოლიტიკური პატრონები, რომ ამ გაჭირვების ჟამს, როდესაც მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენი ქვეყანა ახალ კორონავირუსს ებრძვის, ჩვენი მოსახლეობის კუთვნილი, ბიუჯეტის სახსრებით უნდა მოხდეს მათი პარტიული ტელევიზიების დაფინანსება?!

მეორეც, ფაქტია, ერთი ტელევიზია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ დანაყოფს ეკუთვნის, მეორე - მეორეს; ჰოდა, ჩემო ბატონებო, თუკი ასე შეგტკივათ გული საკუთარ ტელევიზიებზე, რომელიც სწორეთ თქვენი პოლიტიკური ტყუილების ტირაჟირებითაა დაკავებული, ადექით და თქვენ თვითონ შეინახეთ თქვენივე პარტიული ტელევიზიები, ან პირადად თქვენ დააფინანსეთ, ან თქვენს მხარდამჭერებს, ამ ტელევიზიების ტყუილებით ნაკვებ პარტიულ აქტივს სთხოვეთ ე.წ. თავისუფალი მედიისათვის თანხის შეგროვება. ბიუჯეტს, ჩვენი მოსახლეობის კუთვნილ თანხებს თავი დაანებეთ

რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდა რეალურად:

ამ თემასთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრმა ამომწურავი განცხადება გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამა თუ იმ კომპანიისთვის ინკასოს დადება ავტომატურად ხდება და ამ კუთხით, ბუნებრივია, არც ესა თუ ის ტელევიზია წარმოადგენს გამონაკლისს. ასევე, თუკი ამ ტელევიზიებს პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საშეღავათო პირობებით სარგებლობა სურდათ, შემოსავლების სამსახურში შესაბამისი ფორმა ელექტრონულად უნდა შეევსოთ და ინკასო არ დაედებოდათ. ნუთუ დაეზარათ? საზოგადოებამ ისიც კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს ტელევიზიები არც კორონავირუსის პანდემიამდე იხდიდნენ გადასახადს ინკასოს დადების გარეშე და მუდმივად „ქვემოდან გამოძრომას ცდილობდნენ“. ახლა კი შანსი მიეცათ და არსებული მძიმე ვითარების ფონზე, კრიზისით ისარგებლეს, სრულიად აბსურდული პანიკა ატეხეს და ამაზრზენ და უსინდისო ტყუილს ავრცელებენ, ვითომდა ხელისუფლება სხვა ტელევიზიებს ანებივრებს და ინკასოს არ ადებს...

წესით, ამ ადამიანებს კარგად უნდა ახსოვდეთ, რომ 1 ოქტომბერს შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ძველ დავალიანებაზე, მაგალითად, იმაზე, რომელიც დააგროვა ნიკა გვარამიამ, როდესაც „რუსთავი 2“-ს ძარცვავდა და „იმედისა“ და „მაესტროს“ ძველი დავალიანება, რომელიც ამ ტელევიზიებმა გვარამიას წამხედურობით დააგროვეს, შეთანხმდნენ და დადგინდა გადახდის გრაფიკი. შეთანხმება ითვალისწინებდა იმასაც, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ, ტელევიზიების, მიმდინარე გადასახადი ჩვეულ რეჟიმში უნდა გადაეხადათ. მიუხედავად ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, ტელევიზიები, რომელთაც ინკასო დაედოთ და დღეს აპოკალიფტური სურათის დახატვას ცდილობენ, არც 1 ოქტომბრის შემდეგ იხდიდნენ მიმდინარე გადასახადს - ამით უკვე ყველაფერი გასაგებია.

P.S. ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ყველაზე სამარცხვინო ის ფაქტია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისუფალი მედიისთვის შექმნილ აბსურდულ საფრთხეებზე საუბრობს; ეს ის ხალხი არაა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სრულიად რომ მოსპეს და ჩაახშეს თავისუფალი სიტყვა საქართველოში“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი.

ცნობისთვის, დღეს, 22 მარტს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე თვე ტელემაუწყებლები ნებაყოფლობით არ იხდიდნენ გადასახადებს, რის გამოც მათგან გადასახადის ამოღება ინკასოს დადების გზით ხდებოდა და საუბარი იმაზე, რომ რომელიმე ორგანიზაციას ინკასო სპეციალურად დაადეს, აბსოლუტური სპეკულაციაა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა