logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე:მოქალაქეების გარკვეული ნაწილი არასერიოზულად უყურებს ამას და თუკი ჩვენ ამაში ჩამოვრჩებით, შეიძლება სერიოზული ზიანი მოგვაყენოს კორონამ
დიმიტრი ხუნდაძე:მოქალაქეების გარკვეული ნაწილი არასერიოზულად უყურებს ამას და თუკი ჩვენ ამაში ჩამოვრჩებით, შეიძლება სერიოზული ზიანი მოგვაყენოს კორონამ
19:02 22.03.2020
„აუცილებელია დავიცვათ ყველა ის წესი, რაც ამ საგანგებო ვითარებაში არის მოწოდებული. მთავარია სიმჭიდროვე გავშალოთ; არ იყოს უშუალო კონტაქტები; ხელის ჩამორთმევისა და ჩახუტების წესი შევცვალოთ გულწრფელი მისალმებით - გულზე ხელის დადებით და დავიცვათ როგორც საკუთარი ჯანმრთელობა, ისე გავუფრთხილდეთ სხვას. ჩვენ ორი ძირითადი მიზანი გვაქვს : ერთი- დავიცვათ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და ასევე ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი რომ არ მიადგეს, პროცესები ვმართოთ ისე, რომ არ გახდეს შეუქცევადი.“, - განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ POSTV -ის ტელეეთერში.

დეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთშიც, კორეაშიც შემცირდა დადასტურებული შემთხვევები და ვირუსის გავრცელების ფაქტები, ჩინეთს გარეთ, განსაკუთრებით კი ევროპაში რადიკალურად უარესდება მდგომარეობა.

„საბედნიეროდ, ჩვენ პირველი ფაზა ანუ ე. წ. შეკავების ფაზა ვმართეთ კარგად. ჩვენ საუკეთესო მაგალითი ვაჩვენეთ კორონასთან ბრძოლის, მაგრამ ეს სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულის 54 შემთხვევაა გამოვლენილი. მისივე განცხადებით, შევდივართ ე. წ. ტურბულენტურ ზონაში, სადაც პრეკრიზისულ ფაზას შეიძლება მოჰყვეს კრიზისული ფაზა. მისი თქმით, შესაძლოა წამოვიდეს დაუდასტურებელი შემთხვევები ანუ შიდა გავრცელების ტალღა. „ამისთვის უნდა ვიყოთ მზად და ხედავთ, რომ საკოორდინაციო საბჭო ყოველდღიურად რამდენჯერმე იკრიბება. რაც შეეხება რეგულაციებს, მთავარია, ეს რეგულაციები სრულდებოდეს სრულად. მგონია, რომ მოქალაქეების გარკვეული ნაწილი არასერიოზულად უყურებს ამას და თუკი ჩვენ ამაში ჩამოვრჩებით, შეიძლება სერიოზული ზიანი მოგვაყენოს კორონამ. თუ ჩვენ ამ წესებით ვერ შევძელით დარეგულირება, რა თქმა უნდა, ეს წესები შეიძლება კიდევ გამკაცრდეს. ეს დამოკიდებულია არსებულ ეპიდვითარებაზე“, - განაცხადა დიმიტრი ხუმდაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა