logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ჩვენსა და საპატრიარქოს შორის ყოველდღიური კომუნიკაციით და კონსულტაციების შედეგად ჩვენ მივიღებთ მექანიზმებს, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს რისკებს
მამუკა მდინარაძე: ჩვენსა და საპატრიარქოს შორის ყოველდღიური კომუნიკაციით და კონსულტაციების შედეგად ჩვენ მივიღებთ მექანიზმებს, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს რისკებს
11:30 22.03.2020
„ის მოცემულობა, რაც გვაქვს დეკრეტში და რასაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, არის უფრო მკაცრი, ვიდრე, იქ პირდაპირ ყოფილიყო მითითებული, რომ ათი ადამიანი და მეტი ითვლება შეკრებად. იქიდან გამომდინარე, თუ რა იქნება ერთმანეთთან მათი სოციალური დისტანცია, ადამიანების ნაკლები რაოდენობაც შეიძლება ჩაითვალოს შეკრებად. ამას გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თუ ადამიანების კონკრეტული რაოდენობის დათქმას დააპირებს, დღევანდელი დეკლარაციის, დღევანდელი გადაწყვეტილების შესაბამისად, მას აქვს დისკრეციული უფლებამოსილება - შეადგინოს წესები, სადაც ეს გაიწერება დეტალურად, აქედან გამომდინარე, ბუნდოვანება აბსოლუტურად აღმოფხვრილია“, - განაცხადა საგანგებო სესიის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილმ, მედიის წარმომადგენლებთან, დეკრეტის სხვა პუნქტებიც განმარტა.

„შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საშუალება ნებისიერ სახელმწიფოს, ნებისმიერ შემთხვევაში გააჩნია, როდესაც ის საგანგებო მდგომარეობას აცხადებს. ამ მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მსგავსი შეზღუდვა, ისევე როგორც ნებისმიერი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა კონკრეტული პირისათვის არის დაუშვებელი. ცალკეა რწმენის თავისუფლების შეზღუდვა, რომელიც ვერც ერთ შემთხვევაში, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ იზღუდება. არ არსებობს მდგომარეობა, რომლის ფარგლებშიც რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს. რაც შეეხება საპატრიარქოს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მაქსიმალურად გაითვალისწინებენ ჯანდაცვის წარმომადგენლების, სპეციალისტების რეკომენდაციებს და ამ შემთხვევაშიც, როგორც ძალიან ხშირად, მიიღებენ ბრძნულ გადაწყვეტილებას, მინიმუმ სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით. ჩვენსა და საპატრიარქოს შორის ყოველდღიური კომუნიკაციით და კონსულტაციების შედეგად ჩვენ მივიღებთ მექანიზმებს, რომლებიც შეამცირებს და მინიმუმამდე დაიყვანს რისკებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა