logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ევროპაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს დროულად მიეწოდება ფრენებთან დაკავშირებული ინფორმაცია და მათი ჩამოყვანა ორგანიზებულად მოხდება
ნათია თურნავა: ევროპაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს დროულად მიეწოდება ფრენებთან დაკავშირებული ინფორმაცია და მათი ჩამოყვანა ორგანიზებულად მოხდება
22:59 20.03.2020
ყველა ჩვენს თანამემამულეს, ვინც ახლა ევროპაში იმყოფება, დროულად მიეწოდება ფრენებთან დაკავშირებული ინფორმაცია და მათი ჩამოყვანა ორგანიზებულად მოხდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გამართული ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, შექმნილ ვითარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციულ ღონისძიებებს და კორონავირუსთან გამკლავების სტრატეგია სწორედ ეფექტურ პრევენციაზე დამოკიდებული, რაც საქართველოს მთავრობას კარგად გამოსდის.

მისივე განცხადებით, პრევენციის ძალიან დიდი ნაწილია, ორგანიზებულად მოხერხდეს ჩვენი თანამემამულეების ჩამოყვანა განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნებიდან და მათ აქ შესაბამისი პირბები დახვდეთ - იქნება ეს კარანტი, თვითიზოლაცია, რომ სხვა სახის ადეკვატური პირობები, რაზეც ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაცია იქნება.

„აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და პრაქტიკულად, შევწყვიტეთ ყველა სახის კომერციული ფრენა,ზოგიერთი წყდება უახლოეს 1-2 დღეში. ფრენების განხორციელება მოხდება მხოლოდ ქართული ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ მეშვეობით. წინასწარ განვსაზღვრეთ ის ჰაბები და ევროპული ქალაქები, საიდანაც ჩვენთან შეთანხმებული გრაფიკით მოხდება საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ინფორმაციას ამის შესახებ სრილად ფლობენ სხვადასხვა ქვეყნებში არსებული საქართველოს საელჩოები, რომლების მუდმივ კომუნიკაციაში არის ჩვენს მოქალაქეებთან.

„შესაბამისად, მინდა დავამშვიდო ევროპაში მყოფი ჩვენი თანამემამულეები, რომ მათ დროულად მიეწოდებათ ინფორმაცია და საქართველოში მათი ჩამოყვანა ორგანიზებულად მოხდება. პირველ ეტაპზე განვსაზღვრეთ რამდენიმე ქალაქი, რომელსაც შესაძლოა შემდგომში სხვა ქალაქებიც დაემატოს. ამ ეტაპზე ეს არის - ბერლინი, ამსტერსადმი და პარიზი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, კიდევ დავამატებთ სხვა მიმართულებებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა