logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის მერიასა და წითელი ჯვრის საზოგადოებას თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის მერიასა და წითელი ჯვრის საზოგადოებას თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
16:14 20.03.2020
თბილისის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს თბილისის მერის მაოდგილე ილია ელოშვილმა და წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანი ქალაქ თბილისის მასშტაბით, კორონავირუსის (ჩOVID-19) გავრცელების პრევენციისა და ვირუსით გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით, უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა.

მემორანდუმის თანახმად, თბილისის მერიის ბაზაში რეგისტრირებული მოხალისეები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადდებიან. წითელი ჯვრის საზოგადოება მოხალისეებს ასევე, მერიის სხვადასხვა საქმიანობის დროს პირადი უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით გადაამზადებს.

თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან, რომ უფასო სასადილოების ბენეფიციარებს, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, ასევე, მარტო მცხოვრებ ხანდაზმულებსა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს მედიკამენტებით, საკვები და ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფენ. საბაზისო ამანათების გადაცემა დატრენინგებული მოხალისეების მეშვეობით მოხდება, რომლებიც საქართველოს წითელი ჯვრის ლოგოთი იდენტიფიცირებული აღჭურვილობით იქნებიან შემოსილი. ასევე, მოხალისეები მარტოხელა ხანდაზმულებს იმ საბაზისო აქტივობებში ჩაენაცვლებიან, რომელიც სახლიდან გასვლას მოითხოვს.

"ტრენინგები შემუშავებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე. ასევე, გათვალისწიენბულია წითელი ჯვრის საზოგადოების გამოცდილება. პირველ ეტაპზე, ჩვენ დავიწყებთ მარტოხელა ხანდაზმულთა დახმარებას. მათ სასურსათო ამანათებს მივუტანთ, რომლის სტანდარტიც უკვე შედგენილია. ჩვენ ჩავერთვებით საბავშვო ბაგა-ბაღებში პროდუქტების გაცემის პროცესშიც. მოხალისეები ასევე, ჩაერთვებიან წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ საინფორმაციო მასალების შედგენისა და გავრცელების პროცესში", - განაცხადა ნათია ლოლაძემ.

მოხალისეობის მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ, მერიის (2 72 22 22) ან წითელი ჯვრის (0800 000 018) ცხელ ხაზზე დარეგისტრირდნენ. ისინი სატრენინგო ჯგუფებში დაუყოვლებლივ გადანაწილდებიან. მემორანდუმი კორონავირუსით გამოწვეული შედეგების სრულად აღმოფხვრამდე იმოქმედებს.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა