დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 14:00 საათამდე დაბა
წყნეთს, ხოლო 10-დან 15:00 საათამდე თემქის XI მიკრორაიონის I კვარტალს გაეთიშება.
ენერგომომარაგება 10-დან 16:00 საათამდე გლდანის მასივის IV მიკრორაიონის ნაწილს, 10-დან 17:00 საათამდე კი, მუხიანის I, II და III მიკრორაიონების, გლდანის მასივის I მიკრორაიონის ნაწილს, ილია ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ყიფშიძის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ელექტროენერგია ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტალს, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის II კვარტალს, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, საირმის, მიცკევიჩის, შმიდტის და ცაგარელის ქუჩებს შეეზღუდება.
10-დან 17:00 საათამდე შუქი ასევე, ერეკლე მეორის მოედნის, ყავლაშვილის, შავთელის, ჩახრუხაძის, ივერიელის, ანტონ კათალიკოსის, კოტე აბხაზის, აკოფიანის, ვერცხლის, იეთიმ გურჯის და მიმდებარე ქუჩებს,
10 საათიდან 17:00 საათამდე ჩუღურეთის რაიონის ნაწილს, ნორიოს აღმართის, ართვინის, ცაიშის, მიჩურინის, როსტოვის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.

















