logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 “NEW VISION” ჰოსპიტალის კანცლერი:  მზად ვართ, ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით ჩავერთოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და საზოგადოებას აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება
“NEW VISION” ჰოსპიტალის კანცლერი: მზად ვართ, ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით ჩავერთოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და საზოგადოებას აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება
16:37 19.03.2020
მზად ვართ, ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით ჩავერთოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და საზოგადოებას აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება. ჩვენ დრეს პრემიერ-მინისტრს მივაწოდეთ ინფორმაცია საწოლფონდის და სასუნთქი აპარატების შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სახელმწიფოში კოორდინირებულად წარიმართოს მუშაობა და შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვა. ჩვენი საწოლფონდი არის 125 საწოლი, რომელიც მოიცავს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 26 საწოლს და ასევე, დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს 18 სასუნთქი აპარატი, - ამის შესახებ "“NEW VISION" საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის კანცლერმა ეკატერინე აზარაშვილმა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კერძო კლინიკების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.



მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრაზე კერძო კლინიკების წარმომადგენლებმა ისაუბრეს არსებული საჭიროებების შესახებ, მათ შორის, აუცილებელ სახარჯ მასალებთან დაკავშირებით, რაზეც მათ მთავრობამ მხარდაჭერა აღუთქვა.



"დღესვე, ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც აწუხებს ყველა კლინიკას და ეს ეხება აუცილებელი სახარჯი მასალების დეფიციტს ბაზარზე და მივიღეთ, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან, რომ ისინი გააკეთებენ ყველაფერს რათა მოხდეს კლინიკების შესაბამისი სახარჯი მასალებით აღჭურვა. ასევე, მინდა, მოვუწოდო მომწოდებელ კომპანიებს, რომ ასეთ დროს, მათი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია სახარჯი მასალების სწორი განაწილება და თუ აქვთ 10 000 ან 20 000 პირბადე, ან სადეზინფექციო ხსნარი ერთ ან ორ კლინიკაზე არ უნდა მოხდეს ამის განაწილება, ეს არ ნიშნავს სწორ განაწილებას. მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ამ რთულ სიტუაციაში მოახდინონ მათ საჭირო სახარჯი მასალების სწორი განაწილება,"- აღნიშნა "ნეწ ვისიონ" საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის კანცლერმა ეკატერინე აზარაშვილმა.

მანვე მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას იმ ეფექტური ღონისძიებების გატარებისთვის, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ხორციელდება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა