logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ესპანეთში ჩვენი საკონსულო გარდაცვლილის ოჯახთან მუდმივ კონტაქტზეა
დავით ზალკალიანი: ესპანეთში ჩვენი საკონსულო გარდაცვლილის ოჯახთან მუდმივ კონტაქტზეა
15:53 19.03.2020
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრთან შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ესპანეთში საქართველოს მოქალაქის კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტის შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძირა.



"უკვე იცით, რომ გვაქვს ესპანეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების სამწუხარო ფაქტი, გარდაცვლილი გახლავთ ხანდაზმული მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა თანმდევი სიმპტომები, ამიტომ გარკვეულწილად იყო გართულებული შემთხვევა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ფაქტი მოხდა და ბუნებრივია, ვწუხვარ, ოჯახს ვუზიარებ ჩემს მართლაც გულწრფელ სამძიმარს."- განაცხადა დავით ზალკალიანმა.



მინისტრის ინფორმაციით, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი წესით სამშობლოში გადმოსვენება და ამ ვითარებაში, აუცილებელია რომ გათვალისიწნებული იქნას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლი. მისივე ინფორმაციისთ ამ საკითხზე ესპანეთში საქართველოს საკონსულოს მუდმივი კონტაქტი აქვს გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან.



"სამწუხაროდ, ამ სიტუაციაში ჩვეულებრივი პროცედურებით ვერ წავალთ, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს სპეციალურად გაწერილი პროტოკოლი, ამიტომ ჩვენი საკონსულო ესპანეთში იმყოფება კომუნიკაციაში ოჯახთან და ბუნებრივია, ოჯახთან შეთანხმებით მოხდება ამ პროცედურების გაწერა. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დავემორჩილოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიწერ გაწერილ პროტოკოლსა და წესებს."- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.



შეგახსენებთ ესპანეთის სამეფოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე, 73 წლის ქალბატონი, რომელსაც აღენიშნებოდა სხვა ქრონიკული დაავადებები.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა