logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
განათლების სამინისტრო სკოლებს დისტანციური სწავლების გამართულად წარმართვის პროცესში დაეხმარება
განათლების სამინისტრო სკოლებს დისტანციური სწავლების გამართულად წარმართვის პროცესში დაეხმარება
14:41 19.03.2020
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სურვილის შემთხვევაში დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის ტექნიურ დახმარებას გაუწევს.

ახალი სკოლის მოდელში ჩართული ტექნოლოგიების ექსპერტები და სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) წარმომადგენლები პედაგოგებს დაეხმარებიან სწავლა-სწავლების პროცესისთვის მხარდამჭერი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამართვასა და დანერგვაში.

პირველ ეტაპზე პროექტში ჩართულ სკოლებს გაეგზავნება დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროდუქტებისა და ხელსაწყოების შესახებ დეტალური სახელმძღვანელო ვიდეო და ტექსტური სახით. ასევე, ამოქმედდება მხარდამჭერი სისტემა. მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ონლაინ რეჟიმში გამოგზვნონ კითხვები და მიიღონ კონსულტაცია კონკრეტულ საკითხებზე. საჯარო სკოლამ, რომელიც სურვილსა და მზაობას გამოთქვამს, დახმარება გაუწიონ დისტანციური სწავლების პროგრამის განხორციელებაში, ერთი კვირის ვადაში უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: დაინტერესებულ სკოლებში პროექტის განხორციელება მყისიერად დაიწყება.

600 000-ზე მეტ მოსწავლესა და 55 000-მდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები უკვე გააქტიურებული აქვთ და სამინისტროს მხარდაჭერით, შესაძლებლობა ექნებათ სრულყოფილად ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით - Microsoft office 365- ით, რომელიც აერთიანებს Microsoft TEAMS, OneNote-ს და სხვა.

შედეგად, პროექტში მონაწილე სკოლები წარმატებულად გამოიყენებენ შეთავაზებული დისტანციური სწავლა-სწავლების ინსტრენტებს და დაეუფლებიან ამ ციფრული ინსტრუმენტების საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენების უნარებს.

უკვე შექმნილია რაიონული ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები პროგრამა TEAMS-ში, რომლის მეშვეობითაც ასევე ახალი სკოლის მოდელის ტექნოლოგიების ექსპერტები კონსულტაციებს გაუწევენ იმ სკოლებს, რომლებიც დამოუკიდებლად გამოყენებას გადაწყვტენ Microsoft office 365-ის პროდუქტების სასკოლო საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად მუშაობას დისტანციური სწავლების სხვადასხვა ალტერნატიულ ფორმაზე, მათ შორის არის - პროექტი ტელე-სკოლა, დისტანციური ტრენინგები მასწავლებლებისთვის, ელექტრონული რესურსების გამფრავალფეროვნება და სხვა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა