logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: იმისთვის რომ ცალკეული ევროპული ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა მოხდეს, მთავრობა ეროვნულ გადამზიდავ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობს
გიორგი გახარია: იმისთვის რომ ცალკეული ევროპული ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა მოხდეს, მთავრობა ეროვნულ გადამზიდავ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობს
11:14 18.03.2020
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენიო დიპლომატიური კორპუსი მუშაობს ეფექტურად, მათი ძირითადი ამოცანა ამ ხალხის იდენტიფიცირება და მათ ყოველდღიური პრობლემებით დაინტერესებაა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იმისთვის, რომ ცალკეული ევროპული ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა მოხდეს, მთავრობა ეროვნულ გადამზიდავ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობს.

„დღეის მდგომარეობით ყველა ამ ქვეყანაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატიური კორპუსი მუშაობს ეფექტურად. მათი ძირითადი ამოცანა ამ ხალხის იდენტიფიცირება და მათ ყოველდღიური პრობლემებით დაინტერესებაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს ამ ხალხის კონსოლიდირებულად, ცალკეული ევროპული ქალაქებიდან გამოყვანა, ჩვენ ამისთვის ვთანამშრომლობთ ეროვნულ გადამზიდავ ავიაკომპანიასთან. ყველას წარმოგვიდგენია რას ნიშნავს გლობალური ავიაკომპანიების მიერ რეისების, ფრენების შეჩერება. ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც უცხოეთში იყო უბრალოდ ფიზიკურად ეზღუდება შესაძლებლობა სამშობლოში დაბრუნდეს“ - განაცხადა გიორგი გახრიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, იქ სადაც ფიზიკური შესაძლებლობა იქნება, დამატებითი ჩარტერული რეისების დანიშვნა იგეგმება.

„ყველა ქვეყანა თავისებურად ებრძვის ამ გამოწვევას, რა თქმა უნდა ჩვენ, ამასთან ერთად ისიც გვესმის, რომ საქართველოში ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქეა დღეს დარჩენილი და ჩვენი პასუხისმგებლობაა მათზე ვიზრუნოთ ისევე, როგორც ჩვენ დარწმუნებული ვართ და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორები, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც დარჩნენ მათ ქვეყნებში ასევე იზრუნებენ, მაგრამ იმ მოქალაქეებს , რომლებსაც ექნებათ ამის სურვილი ჩვენ ევროპის გარკვეული ქალაქებიდან რა თმა უნდა ორგანიზებულად გამოვიყვანთ. იქნება დამატებითი ჩარტერული რეისები, ეს რეისები იგეგმება ყველა იმ მიმართულებით, სადაც ამის ფიზიკური შესაძლებლობა იქნება იმიტომ, რომ ბევრმა დედაქალაქმა უბრალოდ აეროპორტები დახურა. ჩვენ ახლა ვფიქრობთ ბერლინზე, ამსტერდამზე და კიდე რამდენიმე მიმართულებაზე, საიდანაც ორგანიზებულად გვინდა ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა