logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე:  ევროპასთან შედარებით საქართველოში სიტუაცია ბევრად კონტროლირებადია
დიმიტრი ხუნდაძე: ევროპასთან შედარებით საქართველოში სიტუაცია ბევრად კონტროლირებადია
20:26 17.03.2020
ქვეყანაში კორონა ვირუსის ეპიდემიის ვითარებასთან დაკავშირებით, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, ეპიდემიასთან დაკავშირებით, ევროპასთან შედარებით, საქართველოში სიტუაცია ბევრად კონტროლირებადია.

„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩვენ ყოველდღიურად ვიკრიბებით საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, სადაც ყველა უწყების წარმომადგენლები, ყველა პასუხისმგებელი სამსახურის უფოსები არიან და ხდება არსებული ვითარების შეფასება. ეს შეხვედრები დღეში რამდენჯერმე იმართება და არის სიტუაციის სრული კონტროლი. შეხვედრებზე საგანგებო ვითარების გამოცხადება, ამ დეფინიციით, არ ყოფილა, მაგრამ მისი შემადგენელი ძალიან დიდი ნაწილი განხორციელდა. ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანას დავასწარით და სწორედ ამიტომ შედეგი არის სასურველი. ყოველდღიურად ხდება ამ საკითხების განხილვა და რეალობის შეფასება. საგანგებო სიტუაციას აქვს თავისი უარყოფითი ეფექტებიც და ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება დასაძლევი - პირველი, არ გავრცელდეს ვირუსი და მოსახლეობის ჯანმრთელობას არ მიადგეს ზიანი და მეორე, კორონა ვირუსი არა მხოლოდ ჯანდაცვის კუთხით არის ზიანის მომტანი, არამედ ეკონომიკასაც ძალიან დიდ ზიანს აყენებს. შესაბამისად, ჩვენ არ გვინდა რეგულაციები იყოს იმდაგვარი, რომ შემდგომ შეუქცევადი პროცესები მივიღოთ. ყოველდღიური შეფასების შედეგად ვიღებთ და შემოგვაქვს ახალი და ახალი გამკაცრებული რეგულაციები და ჩვენ გვინდა, რომ თითოეული ეს რეგულაცია იყოს სწორად გაწერილი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ტესტების, ეკიპირების, მედიკამენტების მარაგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად ქვეყანა მუშაობს, რომ 3-4 თვის მარაგი იქონიოს.

„ჩვენ ვიხილავთ ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე რთულსაც და ამიტომ ვსაუბრობთ ციფრებზე. იგეგმება დეცენტრალიზაციაც, რომ არ მოხდეს მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიაზე დაწოლა და პარალელურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ სწრაფი დიაგნოსტიკის კიდევ უფრო მეტიე.წ. ტესტები იქნას ქვეყანაში შემოტანილი“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა