logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ქადაგიშვილი: ყველა ღონისძიებას უნდა მივმართოთ ყველა რეგიონში იმისათვის, რომ ინფიცირების საფრთხეები მინიმუმამდე დავიყვანოთ
ირაკლი ქადაგიშვილი: ყველა ღონისძიებას უნდა მივმართოთ ყველა რეგიონში იმისათვის, რომ ინფიცირების საფრთხეები მინიმუმამდე დავიყვანოთ
16:42 17.03.2020
„მოგეხსენებათ, რომ უკვე სხვა ფაზაში გადავდივართ. მაქსიმალურად, ყველა ღონისძიებას უნდა მივმართოთ ყველა რეგიონში იმისათვის, რომ ინფიცირების საფრთხეები მინიმუმამდე დავიყვანოთ. შემდეგი რეკომენდაციებია ის, რომ ე.წ. სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა მაქსიმალურად აიკრძალება, ამავდროულად, მაქსიმალურად შეიზღუდება რესტორნებსა და კაფეებში, აგრეთვე, ნებისმიერი ასეთი ტიპის ადგილებში თავშეყრა და დაიხურება ასეთი ობიექტები. იმუშავებენ მხოლოდ გატანაზე. ასევე, კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება და შეიზღუდება ყველა იმ ტიპის ობიექტის ფუნქციონირება, სადაც შესაძლებელია ადამიანების თავშეყრა მოხდეს,“ - ამის შესახებ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გუბერნატორებთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ღონისძიება ტარდება ერთი მთავარი მიზნის მისაღწევად - გაწყდეს ვირუსის გავრცელების ჯაჭვი.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ღონისძიებები ტარდება არა რაიმე დამატებითი კომფორტის შესაქმნელად, არამედ ტარდება ერთი მთავარი მიზნისთვის - ვირუსის გავრცელების ჯაჭვი მაქსიმალურად, ყველა კომპონენტში იქნას გაწყვეტილი. რა თქმა უნდა, ეს ქმნის გარკვეულ დისკომფორტს, მაგრამ მთელი მსოფლიო, მათ შორის, ჩვენი ქვეყანა, ცხოვრობს იმ პირობებში, როცა უნდა მივიღოთ მკვეთრი გადაწყვეტილებები, გადავდგათ მკვეთრი ნაბიჯები, რათა გავრცელების ჯაჭვი მაქსიმალურად გავწყვიტოთ ყველა შესაძლო სარისკო ადგილას,“- აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა.

აგრეთვე, ირაკლი ქადაგიშვილმა საქალაქთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ მოქალაქეები უნდა გადაადგილდნენ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობისას.

„გადაადგილება დღეს აღარ არის პრიორიტეტი. დღეს პრიორიტეტია ცხოვრების ისეთ წესზე გადასვლა, რომ ვიყოთ მაქსიმალურად იზოლირებულები. გადაადგილება უნდა მოხდეს მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობისას. ამ განსაკუთრებული აუცილებლობისას უნდა იქნას გამოყენებული პერსონალური ავტოტრანსპორტი. თუ თქვენი გადაადგილება დაკავშირებულია საზოგადოებრივ აუცილებლობასთან, სახელმწიფო საქმიანობის აუცილებლობასთან, ან კონკრეტული კერძო კომპანიის, თუ ფირმის მუშაობის აუცილებლობასთან და მას აქვს ძალიან დიდი, სასიცოცხლო და საზოგადოებრივი მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში, ხდება ასეთი გადაადგილების უზრუნველყოფა. დანარჩენ შემთხვევაში, ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავიგოთ, რომ მოგზაურობების დრო დროებით შეწყვეტილია, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული,“- აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა