"კარანტინი;
უუდიდესი მადლობა საქართველოს მთავრობა -ს!
მოლოდინს გადააჭარბა იმან რაც თბილისის აეროპორტში
დაგვხვდა, იმის ფონზე რომ ისე გავიარეთ ესპანეთის საზღვარი და მერე ესპანეთიდან ჰოლანდიის რომ საერთოოდ არავის შევუმოწმებივართ"-ამის შესახებ ინტერნეტმომხმარებელი, ანუკი ბიწაზე სოციალურ ქსელში წერს.
"თურქეთის მხრიდან საზღვრების ჩაკეტვის გამო მოგვიწია მადრიდიდან ამსტერდამში გადასვლა და ჰოლანდიიდან საქართველოში უკან დაბრუნება;
ცოტა ხნის წინ ჩამოვფრინდით, გავიარეთ შემოწმება, გაგვისინჯეს ტემპერატურა, რადგან წითელი ზონიდან ვიყავით მოგვიწია სავალდებულო კარანტინი;
რა თქმა უნდა 100% მზად ვიყავით ამისთვის;
სპეციალური ავტობუსით გადმოგვიყვანეს თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში;
თანამშრომლები და საპატრულო პოლიცია აღჭურვილია სპეციალური ფორმებით;
არის ძალიან კარგი პირობები, კართან დაგვიტოვეს საკვები(ცხელი,ცივი, ხილი, სასმელი) სასტუმროს იცავს საპატრულოს ორი ეკიპაჟი;
გვიმოწმებენ ტემპერატურას;
სავარაუდოდ დაგვაკვირდებიან რამოდენიმე დღე და თუ სიმპტომები არ გვექნება გაგვიშვებენ თვითიზოლაციაში;
ჩემი აზრით საქართველომ ძალიან სწრაფად და ხარისხიანად მიიღო ზომები კორონავირუსთან საბრძოლველად, რასაც ვერ ვიტყვით ევროპის ქვეყნებზე...."-წერს ბიწაძე სოციალურ ქსელში.

















