logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია მოხალისეთა ერთიანი შტაბის დაფუძნების ინიციატივით გამოდის
,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია მოხალისეთა ერთიანი შტაბის დაფუძნების ინიციატივით გამოდის
16:16 17.03.2020
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მოხალისეთა ერთიანი შტაბის დაფუძნების ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის“ თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოხალისეთა შტაბი ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციითა და მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ხელშეწყობით დაგეგმავს და ჩაერთვება ყველა საჭირო ღონისძიებაში.

„კორონა ვირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. პირველი რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც განსაკუთრებულ რეჟიმში ზრუნავს საზოგადოებაზე. აუცილებელია, რომ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ და არსებული რისკების შემცირებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია ისევე როგორც დღეს, კრიტიკულ ვითარებაში ყოველთვის ცდილობდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიმართ თავისი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოეცხადებინა.

სწორედ ამიტომ, ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას მოხალისეთა ერთიანი შტაბი. მიგვაჩნია, რომ ეს შტაბი სახელმწიფო უწყებებს, საზოგადოებას, ექიმებსა და ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლ თითოეულ ადამიანს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს. დედაქალაქის მერის კახა კალაძის პირადი ინიციატივის შესაბამისად, 14 მარტს ჩვენმა ორგანიზაციამ მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის მზაობა გამოთქვა. ჩვენი აქტივისტები 16 მარტის შემდეგ, თბილისის მერიის სპეციალური სერვისების მიწოდებაში აქტიურად მონაწილეობენ. მოხალისეთა შტაბი ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციითა და მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ხელშეწყობით დაგეგმავს და ჩაერთვება ყველა საჭირო ღონისძიებაში. დღეიდან, ვაფუძნებთ შტაბს და სურვილის შემთხვევაში გელოდებით ყველას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს. საქმე ჩვენს ქვეყანას ეხება. ეს არის ზეპარტიული საქმე და ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა” - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის ნინი გიგინეიშვილის განცხადებით, მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა ,,პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ’’, რომლის ბაზაზეც მოხალისეები სპეციალურ ტრენინგს გაივლიან.

მისივე თქმით, შტაბში გაწევრიანება შესაძლებელია ელექტრონულად, ახლად შექმნილ ფეისბუქ გვერდზე - მოხალისე StopCOVID-19.

„შტაბში შესაძლებელია გაწევრიანდეს მოქალაქე, რომელსაც განცხადების გაკეთების დღისთვის შეუსრულდება 18 წელი. გაწევრიანება შესაძლებელია ელექტრონულად ახლად შექმნილ ფეისბუქ ფეიჯზე - მოხალისე StopCOVID-19.

ტრენინგების გავლის შემდეგ მოხალისეები მომზადებულები იქნებიან ნებისმიერ სივრცეში, ვირუსის დამატებით გავრცელების რისკების მაქსიმალურად შესამცირებლად. გადამზადებულ მოხალისეებს გადაეცემათ ოფიციალური ბეიჯები.

თბილისის 2015 წლის ივნისის მოვლენებმა და სვანეთში 2018 წლის ივლისში მომხდარმა სტიქიამ მოხალისეების კოორდინაციის მნიშვნელობა ნათლად წარმოაჩინა. ამ მოვლენებმა აჩვენა, რომ ერთიან მოხალისეობრივ მოქმედებებს საერთო საქმეში მართლაც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ შემოგვიერთდეთ. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, დავიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და შესაბამისი უწყებების რეკომენდაციები. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ საზოგადოებას და ვირუსის შემდგომი გავრცელებისგან თავის დაცვა მაქსიმალურად ეფექტიანად შევძლოთ” - განაცხადა ნინი გიგინეიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა