logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პროცესი პოზიტიურად მართვადი იყოს
დიმიტრი ხუნდაძე: მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პროცესი პოზიტიურად მართვადი იყოს
15:11 17.03.2020
„რთული დღე დაუდგა მსოფლიოს. კორონა ვირუსმა დაფარა ყველა კონტინენტი. მიუხედავად იმისა, რომ საწყის ლოკაციაში - ჩინეთში მდგომარეობა რადიკალურად გაუმჯობესდა, მის საზღვრებს გარეთ ვითარება მნიშვნელოვნად უარესდება. მატულობს ინფიცირებულთა რაოდენობა და ყოველ ღამე ასეულობით ადამიანის გარდაცვალება ფიქსირდება. კორონა ვირუსმა შეარყია მსოფლიო ეკონომიკაც, რის გამოსწორებასაც, ალბათ, წლები დასჭირდება“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი ინფორმაციით. სქართველოში ამ დროისთვის 34 შემთხვევა ფიქსირდება. დეპუტატი ვარაუდობს, რომ ერთი დადასტურებული შემთხვევა დღეს შეიძლება დაემატოს კიდევ. თუმცა მისი შეფასებით, ეს არის მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

„შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ კორონასთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითი აჩვენა. სინქრონში მუშაობს ყველა უწყება. პრემიერის ხელმძღვანელობით ყოველდღე და ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც იკრიბება საკოორდინაციო საბჭო. კეთდება ეპიდვითარების საერთო ანალიზი, იხილება ყველა შესაძლო სცენარი, მუშავდება სამოქმედო გეგმა, ფართოვდება საკარანტინო ზონა. კლინიკების გამოთავისუფლება ეტაპობრივად მიმდინარეობს, რათა საჭიროების შემთხვევაში ვირუსით ინფიცირებულმა პაციენტებმა იზოლირებულად გაიარონ მკურნალობა. მიმდინარეობს სამედიცინო მომსახურებისათვის სჭირო მასალებისა და მედიკამენტების რამდენიმეთვიანი მარაგების მობილიზება. კონტროლდება სახელმწიფო საზღვარი, რომელიც პრაქტიკულად დახურულია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ეკონომიკური გუნდი მუშაობს, რომ მნიშვნელოვანი ზიანი არ მიიღონ როგორც მოქალაქეებმა, ისე ბიზნესმა“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი განცხადებით, საჭიროა დაბალანსებული რეგულაციები, რომ ქვეყნის ეკონომიკაში შეუქცევადი პროცესები არ განვითარდეს.

„ზოგადი ვითარება ქვეყანაში საიმედოა, მაგრამ ეს სიმშვიდის და თვითკმაყოფილების უფლებას არ გვაძლევს, რადგან მოსალოდნელია შიდა გავრცელების ფაქტების სიმრავლე. თუმცა ვიტოვებ იმედს, რომ დიდი ზიანის გარეშე ამასაც გავართმევთ თავს. საჭიროა პროცესების სწორად მართვა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით მესაზღვრეებს, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს და, რა თქმა უნდა, ექიმებს. თითოეულ მათგანს მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო და ვუსურვო წარმატებები. მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, დაიცვან რეკომენდაციები და არ დაარღვიონ წესები, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენგანისთვის. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პროცესი იყოს პოზიტიურად მართვადი, მაგრამ ხელისუფლებას სჭირდება საზოგადოების ადეკვატური დამოკიდებულება . ხელისუფლება იღებს ვალდებულებას, მაგრამ ყველას თავისი სავალდებულო ლოკაცია და ამ ვალდებულების სრულად შესრულება ევალება. სქართველო ღირსეულად გაართმევს ამ გამოწვევას თავს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა