logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: ყველას მხრიდან ადეკვატური დამოკიდებულებაა საჭირო
დიმიტრი ხუნდაძე: ყველას მხრიდან ადეკვატური დამოკიდებულებაა საჭირო
19:29 16.03.2020
„საჭიროა სრული ადეკვატური დამოკიდებულებაა ყველას მხრიდან - როგორც მოქალაქეების, ასევე პოზიციის თუ ოპოზიციის მხრიდან“,- ასე გამოეხმაურა ახალი კორონავირუსის ფონზე, ქვეყანაში შექმნილ ვითარებას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა ,,დღის ქრონიკაში".

რაც შეეხება საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ თავშეყრის ადგილები, საკომიტეტო მოსმენაც კი, განტვირთული უნდა იყოს, რადგან „ვირუსმა არ იცის თანამდებობა, გვარ-სახელი და პოლიტიკური მრწამსი“.

ამავე საკითხზე საუბრისას, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ შესაძლებელია, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ალტერნატიული მეთოდით ჩატარდეს.

„ეს იქნება ელექტრონული თუ სხვა საინფორმაციო საშუალებებით, რომ პროცესი დარეგულირდეს და უკეთესის ძიებაში, რისკის მაღალი ხარისხი არ მივიღოთ“,- განაცხადა დეპუტატმა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მისი თქმით, სასურველ შედეგზე გასასვლელად, ყველა მობილიზებული უნდა იყოს.

„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, მან აჩვენა მობილიზების საუკეთესო მაგალითი და შედეგიც არის სახეზე, მაგრამ თვითკმაყოფილებისა და დამშვიდების საშუალებას ჩვენ საკუთარ თავს არ მივცემთ. საზოგადოებას ვთხოვთ, რომ ის რეკომენდაციები, რაც მოწოდებულია როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე, ადგილობრივი მთავრობის მიერ, იქნას შესრულებული. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე. კორონა ვირუსი არ აზიანებს მხოლოდ მოქალაქეების ჯანმრთელობას, ის აზიანებს ეკონომიკასაც, ამიტომ გვჭირდება სწორი რეგულაციები. დანის პირზე ჩვენ სწორად გავდივართ და ვფიქრობ, რომ შედეგიც სასურველი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა