logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესამცირებლად „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებლებს დაზღვევის პლასტიკური ბარათის ნაცვლად APP Card-ით სარგებლობას სთავაზობს
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესამცირებლად „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებლებს დაზღვევის პლასტიკური ბარათის ნაცვლად APP Card-ით სარგებლობას სთავაზობს
18:02 16.03.2020
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ COVID-19 ის გავრცელების მინიმიზაციისთვის დაზღვეულებს პლასტიკური ბარათების App Card-ით ჩანაცვლებისკენ მოუწოდებს. App Card სადაზღვევო კომპანიის აპლიკაციაში ინტეგრირებული ელექტრონული ბარათია.პლასტიკური ბარათის ნაცვლად მობილური ტელეფონით App Card-ის წარდგენის საფუძველზე სადაზღვევო მომსახურების მიღება ჯიპიაის ნებისმიერ პროვაიდერ კლინიკაში თუ პარტნიორ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი.

თინათინ სტამბოლიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი: „COVID-19ის გავრცელების პრევენციისთვის ჩვენი კომპანია არაერთ ღონისძიებას ატარებს. ორშაბათიდან დავხურეთ სერვის ცენტრები და გადავედი დაზაღვეულების სრულად დისტანციურად მომსახურებაზე. ონლაინ ანაზღაურების გარდა, მსურველებს აქვთ შესაძლებლობა საჭირო დოკუმენტაცია ოფისებთან, ანაზღაურების ყუთში დატოვონ და თანხა 1 სამუშაო დღეში ჩაერიცხებათ. გარდა ანაზღაურებისა ჩვენი ციფრული სერვისები საშუალებასაძლევს ოპერატიულად და სწრაფად მიიღონ ყველა სახის მომსახურება ვებპორტალით: www.mygpi.ge ან მობილური აპლიკაციით MyGPI (თავსებადია IOS ადა Android სისტემებზე).App Card-იც აპლიკაციის ნაწილია და რადგან კორონა ვირუსის გავრცელების შესამცირებლად ყველა დეტალი მნიშვნელოვანია, მოვუწოდებთ ჩვენს დაზღვეულებს პლასტიკური ბარათი მისი ციფრული ანალოგით ჩაანაცვლონ. ასე მათ მხოლოდ საკუთარ სმარტფონებთან შეხება მოუწევთ.“

App Card-ის გარდა„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ყველა დაზღვეულისთვის დისტანციურად - ვებპორტალის ან აპლიკაციით, შემდეგი სერვისებია ხელმისაწვდომი:

სამედიცინო და სტომატოლოგიური მომსახურების ანაზღაურება:
ატვირთეთ შესაბამისი დოკუმენტაცია პორტალზე ან აპლიკაციით და თანხა იმავე ან მომდევნო დღეს ჩაგერიცხებათ.

ექიმის მიმართვის შექმნა ონლაინ :
ექიმის მიმართვის შექმნა სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის გარეშეცაა შესაძლებელი - ვებგვერდზე mygpi.ge პირად კაბინეტში თავად შეგიძლიათ გააკეთოთ მიმართვა და დაგეგმოთ, როგორც კონკრეტულ სპეციალისტთან კონსულტაცია, ასევე ანალიზები და კვლევები.

საგარანტიო წერილი სახლიდან გაუსვლელად:
ჯიპიაი საშუალებას გაძლევთ ოპერაციისთვის (ჰოსპიტალური მომსახურება) სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენი საგარანტიო წერილი სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ.

დაზღვევს პრემიის ონლაინ რეჟიმში გადახდა:
ჯიპიაის ონლაინ სერვისები ბანკშიმისვლასაც აგაცილებთ თავიდან. ვებგვერდზე mygpi.ge და აპლიკაციაში MYGPI საშუალება გაქვთ გაეცნოთ გადახდის გრაფიკებს და სადაზღვევო პრემია ონლაინ რეჟიმში გადაიხადოთ. ან კიდევ უფრო მარტივად, გაიაქტიურეთ არსებულ პოლისზე დავალიანების დაფარვის ავტომატური სერვისი და თანხა ზედმეტი პროცედურების გარეშე დაიფარება თქვენი ბარათიდან.

დაზღვევის შეძენა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად:
თუ სადაზღვევო პოლისის შეძენა ან განახლება გსურსთ, ოფისში მისვლა საჭირო არ არის. ჯიპიაი ჰოლდინგი საშუალებას გაძლევთ ნებისმიერი სადაზღვევო პოლისი პოლისი 2 წუთში სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ. ამისთვის უბრალოდ უნდა ეწვიოთ ვებგვერდს Mygpi.ge და აირჩიოთ სასურველი სადაზღვევო პაკეტი.

სატელეფონო კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერთან და დაზღვევა დისტანციურად:
თუ თავად ვერ არჩევთ სასურველ პაკეტს და სპეციალისტის დახმარება გჭირდებათ, ჯიპიაის თანამშრომლები სატელეფონო კონსულტაციას გაგიწევენ, ყველა თქვენს კითხვას ამომწურავად უპასუხებენ და სურვილის შემთხვევაში, პოლისს დისტანციურად გაგიფორმებენ. ცხელი ხაზი: 2505111.

ასევე მუშაობს 24 საათიანი ცხელი ხაზი: 2505111 და ონლაინ დახმარების სერვისი კომპანიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა