logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ჩიქოვანი: სამშობლოში დაბრუნების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, „საქართველოს ავიახაზების“ ან „თურქეთის ავიახაზების“ რეისებით ისარგებლონ
ირაკლი ჩიქოვანი: სამშობლოში დაბრუნების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, „საქართველოს ავიახაზების“ ან „თურქეთის ავიახაზების“ რეისებით ისარგებლონ
13:55 16.03.2020
შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, ანუ ხვალ ღამით, 18 მარტის 00:00 საათზე იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაექებისათვის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა,პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ექნებათ სურვილი, დაბრუნდნენ სამშობლოში, ექნებათ საშუალება, გამოიყენონ ავიარეისები, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს ავიახაზები“, ან “თურქეთის ავიახაზები“.

„როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ზურაბ აბაშიძე ესაუბრა რუსეთის წარმომადგენლებს და რუსეთთან მიმართებაში ეს შეზღუდვა უკვე დღეიდან ძალაშია. საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურვილი აქვთ, დაბრუნდნენ სამშობლოში, ექნებათ საშუალება, გამოიყენონ ის ავიარეისები, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს ავიახაზები“. ასევე, საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა ექნებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან ჩვენი თანამოქალაქეების უშუალო ოჯახის წევრები“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ასევე საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დროზე ადრე დაიხუროს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები, ასევე რეკომენდაცია ეძლევათ კაფეებს, რესტორნებს და ბარებს, შეზღუდონ მათი მომსახურების ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან.

„საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ რეკომენდაცია მიეცეთ კაფეებს, რესტორნებს და ბარებს, შეზღუდონ მათი მომსახურების ის ნაწილი რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან. მათ ექნებათ საშუალება, გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციონირება ე.წ. გატანის სერვისებისთვის, თუმცა ჩვენი რეკომენდააციაა, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საბჭომ ასევე რეკომენდაცია მისცა 70 წელს გადაცილებულ საქართველოს მოქალაქეებს, მაქსიმალურად მოერიდონ ყველა თავშეყრის ადგილს და მაქსიმალურად შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაცას.

„სამედიცინო პერსონალის რჩევით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 70 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქეებისთვის გაცემულ იქნას რეკომენდაცია, რომ ისინი მაქსიმალურად მოერიდონ ყველა თავშეყრის ადგილს და მაქსიმალურად შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაციას, რათა თავიდან იქნეს არიდებული ნებისმიერი საფრთხე მათი ჯანმრთელობისათვის. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა სპეციალური მექანიზმი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საკოორდინაციო საბჭოს გადაწვეტილებების აღსრულებაზე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა