logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის იუსტიციის სახლში მომსახურების სივრცის მაგიდების მინის დამცავი ბარიერების მონტაჟი მიმდინარეობს
თბილისის იუსტიციის სახლში მომსახურების სივრცის მაგიდების მინის დამცავი ბარიერების მონტაჟი მიმდინარეობს
11:57 16.03.2020
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, იუსტიციის სახლმა მომსახურების სივრცის მაგიდებზე მინის დამცავი ბარიერების მონტაჟი დაიწყო. შესაბამისი სამუშაოები იუსტიციის სახლში შაბათ-კვირას მიმდინარეობდა და ბარიერების მონტაჟი უკვე დასრულებულია უცხოენოვანი მომხმარებლის მომსახურებისთვის განკუთვნილ და საკონსულტაციო სივრცეებში, ჯამში 180 მაგიდაზე. დღეისთვის კი მონტაჟი მთლიანად დასრულდება ხანგრძლივი სივრცის მომსახურების მაგიდებზე. ჯამში, თბილისის იუსტიციის სახლში მინის დამცავი ბარიერი 328 მაგიდაზე დამონტაჟდება. მომსახურების პროცესში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ბარიერის შექმნა წარმოადგენს რეკომენდირებულ პრევენციულ ზომას.

ამასთანავე, მომხმარებელსა და ოპერატორს შორის დისტანციის გაზრდის მიზნით, ყველა მაგიდა კლავიატურის დაგრძელებული სადგამით აღიჭურვება, რაც სრულად უზრუნველყოფს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ 1 მეტრიან დისტანციას.
რაც შეეხება სწრაფი მომსახურების სივრცეს, რომელსაც მომხმარებელი მზა დოკუმენტის გასატანად მიმართავდა, 13 მარტს გამოქვეყნებული შეზღუდვების თანახმად, დროებით გაუქმებულია და მზა დოკუმენტების გატანა თბილისის იუსტიციის სახლის მომხმარებელს მხოლოდ „ჯასთ დრაივის“ სარკმელებიდან შეეძლება, რომელიც იუსტიციის სახლის შენობის მარცხენა ფლიგელზე, ავტოსადგომის მხარეს მდებარეობს.

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღინისძიებების გატარება იუსტიციის სახლმა 2 მარტს დაიწყო. ამ დრომდე რეგულარულად ხორციელდება მომსახურების დარბაზებისა და სამუშაო ოთახების სპეციალური ხსნარებით დეზინფექცია, დღეში რამდენჯერმე ხორციელდება სამუშაო ზედაპირების, კარის სახელურების, თვითმოსახურების სივრცეში არსებული ფოტოჯიხურებისა და მომხმარებელთა მოსაცდელი სივრცეების ანტიბაქტერიული ხსნარებით დამუშვება. ამასთან, იუსტიციის სახლის ცენტრალურ შემოსასვლელთან, ასევე მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილას - სალაროებისა და საკონსულტაციო სივრცის მიმდებარე ტერიტორიებზე მოწყობილია ხელის სადეზინფექციო კუთხეები. წინა ხაზის თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილია პირბადით, ხელთათმანითა და ხელის სადეზინფექციო ხსნარით.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 14 მარტიდან იუსტიციის სახლი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა, რომლის თანახმადაც ორი კვირის განმავლობაში შაბათს და კვირას არ იმუშავებს იუსტიციის სახლის არცერთი ფილიალი. ასევე, დღეიდან, 16 მარტიდან, თბილისის იუსტიციის სახლში, მოქალაქეებს მზა დოკუმენტის გატანა მხოლოდ „ჯასთ დრაივის“ სარკმელებიდან შეუძლიათ. ასევე, დღეიდან, მუშაობა ერთი კვირით შეაჩერა გლდანის საზოგადოებრივმა ცენტრმა. იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში დროებით გაუქმებულია ბავშვთა სივრცეები. მუშაობა შეწყვიტა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლებში მდებარე ჯასთ-კაფეებმა და იუსტიციის სახლის ფილიალებში განთავსებულმა C ჰეპატიტის სკრინინგის სივრცეებმა.

პირველ აპრილამდე დისტანციურ რეჟიმზე იმუშავებს იუსტიციის სახლის ადმინისტრაციული ნაწილი ე.წ. ბექ-ოფისიც. საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ადმინისტრაციის 108 თანამშრომლიდან დისტანციურად იმუშავებს 55 პირი. რაც შეეხება წინა ხაზის თანამშრომლებს, მათი სამუშაო განრიგი შეიცვალა, ხოლო სამუშაო საათების რაოდენობა შემცირდა.

აღნიშნული ღონისძიებები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ფარგლებში ხორციელდება. იუსტიციის სახლი მოგიწოდებთ, დაიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა