ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სამუელ წინასწარმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს. როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოში განუცხადეს, აღნიშნულ
დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მართლმადიდებელ ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
სამუელ წინასწარმეტყველი ქრისტეს შობამდე 11 საუკუნით ადრე ცხოვრობდა. ცხოვრობდა იმ დროს, როცა ისრაელს მეფე საული და მეფე დავითი მოევლინა.
სამუელ წინასწარმეტყველმა მეფედ აკურთხა ისრაელის მეფე - დავით მეფსალმუნე. მეფე საულიც მის მიერ იკურთხა.

















